სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი აგვისტო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

იარაღის მესაკუთრე ვალდებულია ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი.

აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა და გამოიწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იარაღის მესაკუთრე ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდება.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა. 28 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/სანადირო-ხრახნილლულიანი/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network