სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის...

4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალ პროექტს იწყებს. 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის სამიზნე ჯგუფად განსაზღვრულია ფერმერები, შესაბამისი ასოციაციები, კოოპერატივები, სოფლად არსებული შინამეურნეობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. მინისტრის მოადგილემ FAO-ს სოფლის მეურნეობის სექტორში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას.

„საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად არაერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. ჩვენი პროგრამები მიმართულია მეწარმეობის სტიმულირებისკენ, როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამუშავების მიმართულებებით, რაც, თავის მხრივ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას უზრუნველყოფს. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით სექტორის აქტიურად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი; ამ შედეგების მიღწევაში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“, -აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

პროექტის ფარგლებში, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, გაიზრდება ფერმერების, მწარმოებელთა ჯგუფების, ახალგაზრდების და ქალების შესაძლებლობები, ასევე, სოფლის განვითარების საკითხებზე ამაღლდება მოსახლეობის ცნობიერება.

საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის რაიმუნდ იელეს განცხადებით, აღნიშნული პროექტი, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

„აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას, რაც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პროექტი, რომელსაც ხელი დღეს მოვაწერეთ, სოციალურად ინკლუზიური სოფლის განვითარების პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს. პროექტში განსაკუთრებული აქცენტი ქალებსა და ახალგაზრდებზე გაკეთდება. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ ორი სოციალური ჯგუფის მობილიზება და გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის განვითარებას, ახალი იდეებისა და ინოვაციური მიდგომების შემოტანას“,- აღნიშნა რაიმუნდ იელემ.

პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე კარნერი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
პენელოპე კრუსი -“ინსტაგრამზე ჩვენი შვილების სურათებს ვერასდროს იხილავთ”

პენელოპე კრუსი -“ინსტაგრამზე ჩვენი შვილების სურათებს ვერასდროს იხილავთ”

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები