სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„ახალი პროექტის ხელმოწერით ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგში განვითარების ახალი ეტაპი იწყება“

„ახალი პროექტის ხელმოწერით ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგში განვითარების ახალი ეტაპი იწყება“

სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის, სურსათის წარმოების გაძლიერების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ფერმერების ცოდნის ამაღლების, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის შემსუბუქების, დარგში გენდერული და სოციალური ბალანსის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა” შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

„გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო FAO-ს და ავსტრიის მთავრობას, კერძოდ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას (ADC) წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზეა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში FAO-სა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც იცით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, შესასრულებელი გვაქვს რიგი რეკომენდაციები, რომელთა ეფექტიანად და დროულად შესრულება ჩვენ დღის წესრიგს და პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობით ახალი პროექტი სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერებასა და რეკომენდაციების ეფექტიან შესრულებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ მადლობა გადაუხადა მინისტრს და აღნიშნა, რომ ახალი პროექტის ხელმოწერა ქვეყნის მხარდაჭერის და სამომავლო თანამშრომლობის დასტურს წარმოადგენს.

როგორც რაიმუნდ იელემ აღნიშნა, FAO მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. მისი განცხადებით, ახალი პროექტის ხელმოწერით ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგში განვითარების ახალი ეტაპი იწყება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი აშშ დოლარია და, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ტექნიკური მხარდაჭერით, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს ორი საპილოტე მუნიციპალიტეტიდან, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, FAO-სთანADC-სთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა – ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები/კოოპერატივები, სოფლად მცხოვრები შინამეურნეობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და საოჯახო ფერმების მფლობელები წარმოადგენენ.

პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის მჭიდრო პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გინდათ შაბათ-კვირა განსაკუთრებულად გაატაროთ? მცხეთა – საქართველოს სულიერი დედაქალაქი იდეალური არჩევანია!

გინდათ შაბათ-კვირა განსაკუთრებულად გაატაროთ? მცხეთა – საქართველოს სულიერი დედაქალაქი იდეალური არჩევანია!

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები