„დედამიწის დღე“ აღინიშნება! თარიღთან დაკავშირებით ბათუმში გამწვანების აქცია მოეწყო

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება!

თარიღთან დაკავშირებით ბათუმში გამწვანების აქცია მოეწყო. მუხრან  ვახტანგაძის სახელობის სპორტ სკოლის ეზოში  100-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე სტუდენტებმა  და  სკოლის მოსწავლეებმა დარგეს.

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დედამიწის დღე მსოფლიოს 175 ქვეყანაში 22 აპრილს აღინიშნება.  საქართველო  კი ამ  ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

პირველად დედამიწის დღე 1970 წელს აღინიშნა, მას შემდეგ ყოველწლიურად მსოფლიოს 192 ქვეყანაში ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლისთვის აღინიშნება.
2024 წლისთვის დედამიწის დღის თემა პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული და 2040 წლისთვის პლასტმასის წარმოების 60%-ით შემცირებას ითხოვს.

2021 წელს, თემით – „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ – ეს დღე ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ პროცესებზე, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციურ მიდგომებზე, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტო უნიკალური ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის არის ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.

თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული დედამიწისა და ჩვენი მომავალი. ყველას გვჭირდება ჯანმრთელი დედამიწა, რომელიც ჩვენი, ჩვენი შვილების კეთილდღეობის საფუძველია.

ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე!

გარემოზე ზრუნვა ყველას პასუხისმგებლობაა!
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „დედამიწის დღე“ აღინიშნება! თარიღთან დაკავშირებით ბათუმში გამწვანების აქცია მოეწყო. 20 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/დედამიწის-დღე-აღინიშნე/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „დედამიწის დღე“ აღინიშნება! თარიღთან დაკავშირებით ბათუმში გამწვანების აქცია მოეწყო [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9c%e1%83%94/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network