საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაცული კინოდოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიღება ამიერიდან ონლაინკატალოგიდან იქნება შესაძლებელი.

პროექტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის კინოთეატრში კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა, გიორგი კაკაბაძემ გამართა. ღონისძიებას კინოინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვებპროგრამაში შეტანილია ინფორმაცია მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების, კინოჟურნალებისა და ქრონიკალური კადრების შესახებ. მასში ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია რეჟისორის, ოპერატორის, მსახიობების, გადაღების წლის, თემის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. კინოკატალოგში ამ დროისათვის შეტანილია ინფორმაცია 500-ზე მეტი ფილმის შესახებ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვებპროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს. 

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა. 1 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/საქართველოს-ეროვნულმა-არ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network