მთავარი აგრო სიახლეები უნაბი – გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს

უნაბი – გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს

0
უნაბი – გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს
xr:d:DAGB0EEP1sk:47,j:7798406982317753013,t:24040813

უნაბი 9 მ-მდე სიმაღლის ეკლიანი ხეა. გვარში (ეკუთვნის ხეჭრელასებრთა ოჯახს) 50-მდე სახეობაა, რომლებიც გვხვდება დედამიწის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში.
მრგვალი ან ოვალური ფორმის, ტკბილი კურ­კიანი ნაყოფი მოწითალო-ყავისფერია. რბილობი შეიცავს 40%-მდე შაქრებს, 5% პროტეინს, 1,5%-ზე მეტ ქარვისა და ვაშლის მჟავებს, 5,5% პექტინოვან ნივთიერებას, 2%-ზე მეტ ფისებს და 1,2% მთრიმლავ ნივთიერებას. ნაყოფი მდიდარია C და PP ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებ­ლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. იჭმება როგორც ახალმოკრეფილი, ისე გამშრალი, დაკონსერვებული. გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში. ძალიან წააგავს ინდისხურმას (ფინიკს). შაქრის სიროფში მოხარშული უნაბის ნაყოფი ძნელი გასარჩევია ფინიკისგან. გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს.
ხის ქერქი საუკეთესოა ტყავის წარმოებაში, როგორც მთრიმლავი და საღებავი

ნ­ივთიერების შემცველი, ხოლო მკვრივი მოწითალო-მორუხო მერქანი იხმარება სახა­რატო საქმეში.
შესანიშნავი კულტურაა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსთვის. ისხამს ხვავრიელად, არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას და სასურველია ყო­ველმა მეურნემ დარგოს თავის ნაკვეთში 1-2 ძირი მაინც. მრავლდება კურკით, ამონაყარითა და კალმით. კურკაზე ამოსული ხის ნაყოფი წვრილია, თუმცა არც მისი მყნობაა დიდი პრობლემა. იმყნობა ისე, როგორც ყველა სხვა მერქნიანი კულტურა.

ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები – მკვლევართა უმეტესობა ზღმარტლის სამშობლოდ…

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. უნაბი – გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here