„საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
xr:d:DAGB0EEP1sk:15,j:5408121465784082257,t:24040809

„საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ქართული მინერალური წყალი „მიტარბი“ მოიპოვება ბუნებრივად, წყაროზე და ჭაბურღილის მეშვეობით. ეს არის ნახშირმჟავა-მინერალური წყლის საბადო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდ. მიტარბულას ხეობაში, ზღვის დონიდან 1322,2 მეტრზე. წყლის საბადო განლაგებულია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის წყალნარევიანი ოლქის ფარგლებში, მას ერევა ნაპრალურ-კარსტული წყლები თრიალეთის ქედიდან და, საერთო ჯამში, ვიღებთ საბადოთა მეორე ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთული ჰიდროგეოლოგიური პირობები.

ქიმიური ანალიზების მონაცემებით, №18 ჭაბურღილის მინერალური წყალი ხასიათდება როგორც ნახშირორჟანგიანი, კაჟმჟავიანი, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმ-კალციუმიანი წყალი. მისი საერთო მინერალიზაცია მერყეობს 2,0-დან 2,5 გ/ლ-ს ფარგლებში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყლის ტემპერატურა დაახლოებით 21 გრადუსია. სტრუქტურით გამჭვირვალეა, უფერო, უსუნო, არ ახასიათებს მექანიკური და სხვა მინარევები, არის ბაქტერიოლოგიურად სუფთა.

მინერალური წყალი „მიტარბი“ არის სამკურნალო, სუფრის წყალი. მისი სამკურნალო თვისებები განისაზღვრა წყლის შემცველობის კვლევის შედეგად. „მიტარბის“ მიღება მიზანშეწონილია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროს.

ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2014 წლის 12 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“,- აცხადებენ საქპატენტში

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს. 1 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/საქპატენტი-ადგილწარმო/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network