ზღმარტლი
მკვლევართა უმეტესობა ზღმარტლის სამშობლოდ ჩრდილოეთ ირანს, შუა აზიას, სამხრეთ ევროპასა და ამიერკავკასიას მიიჩნევს.
საქართველოს უძველესი ძეგლების გამოკვლევით დადგინდა, რომ ზღმარტლი ცნობილი იყო ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომებისათვის.
საქართველოში ზღმარტლის ველურად გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია როგორც ქვეყნის აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მისი ერთ-ერთი სამშობლო ჩვენი ქვეყანაა.
ზღმარტლი 6მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. საჭმელად გამოიყენება მისი მწიფე ნაყოფი, რომელიც შეიცავს 17,3%-მდე შაქრებს, 0,2-0,9% მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინსა და ვიტამინ ჩ-ს. ამრავლებენ მყნობით ზღმარტლის, კუნელის, მსხლისა და კომშის საძირეებზე.
საქართველოში გავრცელებული ზღმარტლის ფორმებია:
ფორმა 6 – ნაყოფი მსხვილია, ზომით 3,8ხ5,0 სმ-მდე, წონა 35 გ
ფორმა 7 – ნაყოფი მსხვილია, ზომით 4,0ხ3,5 სმ-მდე, წონა 25 გ
ფორმა 10 – მომრგვალო ნაყოფი, საშუალო, ზომით 2,6ხ3,0 სმ-მდე
ფორმა 11 – მომრგვალო ნაყოფი, საშუალო, ზომით 3,3ხ3,1 სმ-მდე
ფორმა 12 – მოგრძო-ოვალური, საშუალოზე მსხვილი ნაყოფი, ზომით 3,3ხ4,0 სმ-მდე
ფორმა 14 – მომრგვალო-ცილინდრული, საშუალოზე მსხვილი ნაყოფი, ზომით 3,4ხ4,0სმ-მდე
ფორმა 15 – მომრგვალო-ბრტყელი მსხვილი ნაყოფი ზომით 4,2ხ5,2 სმ-მდე
ფორმა 17 – ბრტყელი ნაყოფი, ზომით 3,0ხ3,8 სმ-მდე
ფორმა 20 – შებრუნებულკონუსისებური მსხვილი ნაყოფი ზომით 4,0ხ3,8 სმ-მდე
ფორმა 22 ბოლქვისებური მსხვილი ნაყოფი ზომით 3,5ხ4,2 სმ-მდე
ფორმა 23 – მოგრძო-კონუსისებური, საშუალოზე მსხვილი ნაყოფი ზომით 2,8ხ3,5 სმ-მდე.
მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და C ვიტამინს; ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი — მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო ნაკეთობისათვის. თაფლოვანია.
ზღმარტლი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს, მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და ა.შ.
განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი, ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები