მთავარი საზოგადოება გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი

0
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი

23 მარტს ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი: ნაქარგები, მძივები, თოჯინები, სარკეები, რას აღარ ნახავდით. სხვადასხვა ასაკის ქალები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და ირგვლივ მყიდველ-დამთვალიერებლები შემოიკრიბეს.

„ქალთა და შშმ პირთა გაძლიერება“ – ეს პროექტი ხორციელდება „პური მსოფლიოსთვის“ (bread for the world) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებს. ორგანიზებას კი „მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი“ უწევს, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.

„გამოფენა-გაყიდვის მიზანია, გამოვლინდეს რა შესაძლებლობები არსებობს ხელნაკეთი ნივთების სფეროში, რას ამზადებენ ადამიანები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს ცვლილებებს სოციალურ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ასევე გვინდა ვნახოთ, რა საჭიროებები აქვთ ამ ადამიანებს – ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია იმათი მხარდაჭერა, ვინც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. გვინდა ვიცოდეთ, რა რესურსი არსებობს ამ თვალსაზრისით. რა ტიპის ნაკეთობები იქმნება და შემდგომ უკვე ვუპასუხოთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ.

გამოფენა-გაყიდვა ხორციელდება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ასე ჰქვია – აჭარაში მცხოვრები ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერება და მხარდაჭერა“ – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენმა, ციალა ქათამიძესმ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 11]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here