მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს – აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
მდინარე არაგვიდან აღებული წყლის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მძიმე ლითონებისა და ქიმიური დამაბინძურებლების საძიებლად შემოწმდება. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და საქონლის ჯანმრთელობისთვის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წყლის მსოფლიო დღის დაწესების და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას. გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე წყლის რესურსების რაციონალური მართვა და გამოყენება ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, წყლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში შემოწმდება, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო ISO17025 სტანდარტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. გაფართოვდა მონიტორინგის ქსელი და გაიზარდა განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა. ასევე, შემუშავებულია საქართველოში წყლის რესურსების მართვის კანონი, რომელიც 2026 წლისთვის შევა ძალაში და ხელს შეუწყობს წყლის ობიექტების, მათ შორის, საქართველოს შავი ზღვის დაცვას და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებას დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის, წყლის რესურსების მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს – აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები. 22 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/მდინარე-არაგვიდან-წყლის/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს – აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network