ანტიბიოტიკები ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტებში დიდი ოდენობით მაშინ ხვდება, როცა ცხოველთა საკვებში მათი კონცენტრაცია ნორმაზე მაღალია. აგრეთვე, ცხოველთა არასწორი მკურნალობისას.
სამომავლოდ ამუშავდება რეგულაციები, რომელიც მზა საკვებსა და საკვებ დანამატებში კონკრეტული სახეობების ანტიობიტიკის გამოყენებას აკრძალავს.
ანტიბიოტიკის ხანგრძლივი გამოყენება სხვა უამრავ ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმლების, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციების დარღვევას იწვევს.
ბესო დევნოზაშვილი ნებისმიერი ფრინველისა და ცხოველისთვის საკვებსა და საკვებ დანამატებს უკვე 10 წელია ამზადებს.
ამბობს, რომ მზა საკვების მოხმარების მაჩვენებელი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.
მზა საკვების მოხმარების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო პოლიტიკის გატარების საჭიროებაც, რომელიც სოფლის მეურნეობაში ანტიმიკრობული საშუალებების შეუსაბამო ან არასაჭირო გამოყენებას შეზღუდავს.
წყარო:
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები