გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ არის | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“…

გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ 2012 წლის 24 იანვარს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „გუდას“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გუდის ყველის აუცილებელი ნიშან-თვისებაა ალპურ და სუბალპურ საძოვრებზე გაზრდილი ძროხისა და ცხვრის რძისაგან ან მათი ნარევისაგან ამოყვანა, რომელსაც შეიძლება დაემატოს თხის რძეც. ასევე, მნიშვნელოვანია ცხვრის, თხის, ან ხბოს ტყავისაგან დამზადებულ გუდაში მომწიფებისა და შენახვის ტრადიციის გამოყენება. ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გვაქვს ალპური ზონები და საძოვრების მრავალფეროვანი არჩევანი, ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა საშუალება დაამზადოს გუდის ყველი.
გუდის ყველის დამზადებისას რძეს ჩაკვეთავენ 35-37° ტემპერატურაზე, მიღებულ დელამოს დაჭრიან. საჭიროების შემთხვევაში, მეორედ აცხელებენ 36-38° ტემპერატურაზე და შემდეგ ხდება მარცვლის დაყენება, ზედმეტი შრატის მოცილება და ყველის მასის მოწურვა ნაჭრის ტომსიკებში. შემდეგ დებენ გუდაში, ამარილებენ და აჩერებენ მოსამწიფებლად. მომწიფების პერიოდი გრძელდება მინიმუმ 60 დღის განმავლობაში. ეს წესი სათავეს თუშეთის მეცხვარეებისგან იღებს, თუმცა, დროთა განმავლობაში, გავრცელდა ზემოთ ჩამოთვლილ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებზეც. საქპატენტში რეგისტრირებული სპეციფიკაციის თანახმად კი სწორედ ტრადიციული მეთოდის სავალდებულო შესრულება განსაზღვრავს გუდის ყველის დამზადების აუცილებელ პირობას.
გუდის ყველი ცილინდრული ფორმისაა, ზედაპირი თანაბარი, მაგრამ არა გლუვი, ქერქის გარეშე. ფერი თეთრიდან ოდნავ მოყვითალომდეა, უფრო ინტენსიურად შეფერილი შუაგულში. ვერტიკალურ ჭრილში ყველს აქვს მთელ მასაში თანაბრად განაწილებული 0,3-0,5 სმ დიამეტრის ნასვრეტები. შესაძლებელია ვერტიკალზე გაჭრის დროს ყველის თვალი იცრემლებოდეს და მოწვე¬თავდეს ცხიმის ნაღვენთები. ერთი თავი დაახლოებით 4-8 კილოგრამს იწონის. მსუბუქად ცხარე-მომჟავო, პიკანტური და ზომიერად მარილიანი გემოს მქონე გუდის ყველი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული. 13 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/გეოგრაფიული-აღნიშვნა-გუ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 18]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%a3/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network