შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიმაისი - ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენა­ხის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან

მაისი – ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენა­ხის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან

მაისი

ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენა­ხის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან. ბაღში, პირველ რიგში, ვაშლისა და მსხლის­ ხეებს წამლავენ ქეცის საწინააღ­მდეგო საშუ­ალებებით – 0,2%-იანი კაპტანით ან 0,1%-იანი სილიტით.
ყვავილობის ფაზაში იხმარება 0,1%-იანი კაპ­ტანი. შეწამვლა ტარდება მხოლოდ წვიმიან ამინდში. დაყვავილების შემდეგ წამლავენ 0,1%-იანი სილიტით ან 0,1%-იანი ტოპსინით. 10-14 დღის შემდეგ გამოიყენება 0,2%-იანი კაპტანი ან 0,1%-იანი ტოპსინი. შემდგომ ყოველი 4 დღის შემდეგ, წვიმიან ამინდში წამლავენ 0,2%-იანი კაპტანით ან 0,3%-იანი ხომეცინით.
კურკოვანი ხეხილის შესაწამლად ყავისფერი სიდამპლის თავიდან ასაცი­ლებლად უშუალოდ ყვავილობის წინ ხმარობენ სილიტის 0,1%-იან ხსნარს, ხოლო ყვავილობის ფაზაში ტოპსინის 0,1%-იან ხსნარს. ამ ხსნარებით ბაღის შეწამვლა შეიძლება მხოლოდ ხანგ­რ­ძლივი წვიმების პერიოდში. ყვავილობის შემდეგაც იწამლება მხოლოდ წვი­მიან ამინდში.
ატმის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ ხეხილი იწამლება ყვავილობის შემდეგ 0,15%-იანი კაპტანით, 0,15% -იანი კარატანით ან 0,1%-იანი ტოპსინით.
ხეხილის მავნებლების საწინააღმდეგო შე­წამვლა ტარდება ყვავილობის შემდეგ 0,1%-იანი ოვადოფოსით, 0,3%-იანი ქლოროფოსით ან 0,6-1%-იანი მეტაფოსით.

ახალგაშენებულ ნერგებს შეაცალეთ ის ყლორ­ტები, რომლებიც შტამბზე აქვს ამოყრილი. ზედმეტი ყლორტები შეაცალეთ ხეხილსაც. ყლორ­ტის მოცილება ახლავე სჯობს, რადგანაც, როცა გაიზრდება, გაძნელდება. ვარჯის შიგნით კარგად გამოათავისუფლეთ, რომ ჰაერმა და მზის სხივმა შეაღწიოს.
ვაშლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ საბ­რძო­ლ­ველად ყვავილობიდან 2-3 კვირის შემდეგ შტამ­ბის ქვედა ნაწილს შემოახვიეთ 2-3 ფენა სქე­ლი შესაფუთი ქაღალდი, ჯვალო ან სხვა ქსო­ვილი და დაახვიეთ ზედ თოკი ისე, რომ მოჭერილი ჰქონდეს ორ რგოლად – ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ, შუა ნაწილში უნდა დარჩეს სივრცე, რომ შიგნით მწერებმა დაიბუდონ. 7-10 დღის შემდეგ ნახვევი მოხსენით და მწერებთან ერთად დაწვით.
ეს მეთოდი ყველა ნაყოფჭამიას საწინააღ­მდე­გოდ გამოდგება.
ბაღის მავნებლების (ბუგრების, ტკიპების და სხვ.) საწინააღმდეგოდ გამოიყენება მცენარე­ული საშუალებებიც: მაგალითად, ძალიან ეფექტურია ახალდაჩეჩქვილი ნივ­რის წყალხსნარით შესხურება (200 გ ნიორი 10 ლ წყალზე), ოღონდ ნიორწყალი წინასწარ გაწურეთ ორმაგ მარლაში და ისე ჩაასხით აპარატში.
ამავე მიზნით გამოიყენება ხახვის ქერცლის წყლიანი ნაყენი. 200გ წმინდად დაფქული ქერცლი დააყენეთ 10 ლ წყალში 10-12 საათს, გაწურეთ და შეასხურეთ.
მაისი წვიმებისა და თბილი ამინდის თვეა, რაც ძალზე ხელსაყრელია სარეველე­ბის ზრდა-გან­ვითარებისათვის, ამიტომაც ხშირად მოგიწევთ თოხნა. ნათოხნი ბალახი ხეხილს ჯამებში ჩაუყარეთ და კარგად მიუტკეპნეთ. იგი ხელს შეუწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას და ამასთანავე შესანიშნავი ორგანული სასუქიცაა.
ვენახის სამუშაოები. წვიმა და თბილი ამინდი პირდაპირ მისწრებაა სოკოვა­ნი დაავადებების – ჭრაქისა და ნაცრის გა­სავრცელებლად. ჭრაქის საწინააღმდეგოდ I და II შეწამვლა 1%-იანი ბორდოს ხსნარით ტარდება ვაზის ყვავილობამდე, III – მარცვლის გამონასკვისთანავე, IV-V – მარცვლის დამ­სხვილების პერიოდში, ბოლო წამლობა კი – 2 კვირის შემდეგ. ეს, ცხადია, არ ეხება `ადესას~ და სხვა უწამლო ჯიშებს. ზედმეტი ყლორტების შეცლა კი ყველა ჯიშის­თვის აუცილებელია. პირველ რიგში, შტამბსა და ორ­წლიან ნაწილებზე უნდა მოაცალოთ უნა­­­ყოფო ყლორტები და ტყუპი ყლორტიდან ერთ-ერთი – სუსტი ან უნაყოფო.
ნაცარი ძალზე საშიში სოკოვანი დაავადებაა, მაგრამ, თუ დროულად ჩაატარებთ საჭირო ღონისძიებებს, მისი თავიდან აცილება შეიძლება. როგორც კი ვაზის ფოთლებზე ნაც­რისფერ ფიფქს შეამჩნევთ, დაავადებული ფოთ­ლები მა­შინვე შეაცალეთ და დაწვით. ამის შემდეგ, რაც უფრო მალე ჩაატარებთ ვენა­ხის დამუშავებას კოლოიდური გოგირდით ან შესაბამისი საშუ­ალებით, მით უფრო მალე აიცილებთ თავიდან ზარალს. გოგირდის შეფრქვევა სასურველია მშრალ, უქარო ცხელ ამინდში.
მაისის მეორე ნახევარი ვაზის გაფურჩქნის დროა; სადაც კი ტყუპ ყლორტს ნახავთ, სუსტი მოაცალეთ და ძლიერი დატოვეთ. თუ სადმე რქა ასახვევი დაგრჩათ, აახვიეთ. ზედმეტი ყლორტები ყველგან შეაცალეთ: პირველ რიგში – შტამბზე, შემდეგ – სანაყოფეზე და ყველა მრავალწლიან ღეროზე განვითარებული უნა­ყოფო, სუსტი და დაავადებული ყლორტები. თუ შესაწამლია, ჯერ მ­წვანე ოპერაციები ჩაატარეთ, რათა ზედმეტი წამა­ლი არ დახარჯოთ, და შემდეგ შეწამლეთ.
ბოსტანი. ბოსტანშიც იმდენი საქმეა, რომ მშრომელ კაცს ამ თვეში დასვენების დრო არ ექნება. ირგვება პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, იმარგლება ნათესები. შეგიძ­ლიათ დათესოთ ყველა სახის მწვანილი, თვის ბოლოკი, ხახვი, კიტრი, ლობიო, სიმინდი. ამოსულ და წამოზრდილ ბოსტნეულს გაუფხვიერეთ ნიადაგი, საჭიროების შემთხვევაში, მორწყეთ. სქლად ნათესი აღმონაცენი შეათხელეთ. იცოდეთ, თუ თვის ბოლოკი სქლად გითესიათ, მალე აყვავდება და ძირს არ გაიკეთებს.
უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისა­ღებად სასურველია თესლი წინასწარ მოათავ­სოთ სპეციალურ ხსნარ „ბიორაგში“, რომელიც იყიდება მემამულეთა კავშირის მაღაზიაში.
„ბიორაგის“ ხსნარში თესლი მოათავსეთ: სიმინდი – 24 საათის, ლობიო – 15 საათის, ხორბალი – 12 საათის, სოია – 3 საათის, მზესუმზირა და მწვანილები – 12 საათის, ბოს­ტნეული და ბაღჩეული კულტურები – 20 საათის განმავლობაში.

თქვენს მამულ-დედულში ახლა ძალზე ბევ­რი სამუშაოა. ბოსტანი, ბუნებრივია, უკვე „მწყობრშია“, მაგრამ მწვანილის კვლებში სარევე­ლებიც მოძალებული იქნება და ზედმეტი აღმო­ნაცენიც. როგორც წესი, ბოსტნეული კულტურების ნათესი თავიდანვე სქელი უნდა იყოს, რათა აღმონაცენმა კარგად იგრძნოს თავი. ასე უფრო `თბილად~ არი­ან, მაგრამ, როგორც კი წამოიზრდებიან, უკვე კონკურენტები ხდებიან და ცდილობენ ერთმანეთს, რაც შეიძლება, მეტი მზის სხივი, ტენი და საკვები „წარსტაცონ“. აი, ამიტომაც უნდა კვლებს გამოხშირვა. იცით კი, როგორი სიხშირისა უნდა იყოს თითოეული კულტურის ნათესი? რა თქმა უნდა, ეს ყველამ არ იცის.
აი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნათე­სები გამარგვლა-გამოხშირვის შემდეგ, რა მანძი­ლით უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისაგან თითოეული კულტურის აღმონაცენი (ცხრილი # 4).
როგორ დავიცვათ ნათესები მავნებლებისგან. მაისის თვეში განსაკუთრებით მომრავ­ლდებიან ხოლმე ნათესებისთვის საშიში მავ­ნებლები, ამიტომ სასწრაფოდ შე­აგროვეთ ბა­ბუაწვერას ფოთლები. 400-500გ მწვანე ფოთო­ლი დააქუცმაცეთ, დაასხით 10ლ წყალი, 2-3 სა­ათის შემდეგ გაფილტრეთ და მიასხურეთ აღმონაცენებს. მავნებლებიც მოისპობიან და არც მწვანილეულს დაუშავდება რამე.

მაისი - ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენა­ხის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან

გახსოვდეთ

ყოველგვარი პრეპარატი, მათ შორის მცენარეული წარმოშობისაც, შხამია და უნდა მოიხმაროთ განსაკუთრებული სიფ­რთხილით. შხამქიმიკატები იხმარეთ მხო­­ლოდ ხეხილის მძიმე დაავადების შემ­თხვევაში.

დადგა აპრილი, წელიწადის უმ­შვენიერესი თვე,

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები