სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებისაჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება

საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება

აპრილი

დადგა აპრილი, წელიწადის უმ­შვენიერესი თვე, გაიღვიძა ბუნებამ, ხემ, ბუჩქმა, ბალახმა. ეს ის დროა, როცა მამულის პატრონი მუხლჩა­უხ­რელად უნდა შრომობდეს; ახლაა საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება.
ბაღი. თუ ბაღში ხეხილის სხვლა დღემდე ვერ მოახერხეთ, ყვავილობის დამთავრების შემდეგ ხმელი ტოტები მაინც მოაჭერით, ძირები ამოუბარეთ, თუ ნაკელი გაქვთ, ნაცარიც შეურიეთ და ჩაბარეთ. თუ თქვენი ბაღი სამხრეთ ექსპოზიციაზე მდებარეობს, ალბათ მორწყვაც დასჭირდება. თუ ეს ასეა, ჯერ სასუქი ჩაუბარეთ და მერე კარგად დაუტბორეთ ჯამები.
ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ დარგოთ ყველა სახის ხეხილი და კენკროვანი ბუჩქები, მათ შორის ხენდროც (კულტურული მარწყვი), რომელიც ირგვება 40სმ-ის რიგთაშორისებში და 25 სმ – მცენარეთა შორის. შეიძლება 20 სმ მცენარეთა შორის და 60სმ – რიგთა შორის. ნერგი ისე უნდა დარგოთ, რომ მისი შუა ნაწი­ლი მიწაში არ მოყვეს, ანუ იმავე სიღრმეზე, როგორც იყო დარგული. თუ საშუალება გაქვთ და ორმოებში 1-2 მუჭა ნაკელსაც ჩააყოლებთ, საუკეთესო მოსავალს მოიწევთ.
ვენახი. თუ ვაზი დღემდე არ გაგისხლავთ, ნუღარ გადადებთ, სასწრაფოდ ჩაატარეთ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია. სხვლის დროს, გარდა იმისა, რომ თითოეული ვაზი შეძლებისდაგვარად უნდა დატვირთოთ, სხვაც ბევრია გასათვალისწინებელი;

პირველ რიგში, ყველა ფორმის ვაზს (შპალერს, ხეივანს, ჭიგოზე მიბმულს) დაუტოვეთ სამამულე – 2 კვირტზე გასხლული და სანაყოფე – ხეივანზე 3-4-კვირტიანი, შპალერზე – 5-7-კვირტიანი და ჭიგოზე მიბმულს – 7-9-კვირტიანი. სანაყო­ფე რქებისა და მათზე კვირტების რაოდენობა დამოკიდებულია ვაზის სიძლიერეზე. თუ, მაგალითად, შპალერზე გაშვებულ ვაზს ძლიერი, კარგად განვითარებული რქები აქვს, შეგიძლიათ 3-4 რქაც დაუტოვოთ, თითოეული – 5-7-კვირტიანი, 2-3 რქის დატოვება ჭიგომიდგმულ ვაზზეც შეიძლება, თუ მასზე რქების განლაგების საშუ­ალება გვაქვს.
თუ გადასაწვენად ან ძირითადი მხრის გამოსაყვანად არ გჭირდებათ, შტამბზე ამოსული ყველა რქა მოაჭერით. მნიშვნელობა აქვს რქა­ზე მიყენებული ჭრილობის დახრილობას და მი­მართულებას: თუ ვაზს ადრე გაზაფხულზე სხლა­ვ­თ, ჭრილობა შეგიძლიათ მიაყენოთ ჰორი­ზონტალურად. მოგვიანებით, რო­ცა წვენთა დენა, ანუ როგორც სხვანაირად უწოდებენ – ტირილი, დაწყებულია, ჭრილობა დახრილად მიაყენეთ ისე, რომ გადმოსულმა წვენმა კვირტზე არ იაროს, თორემ აუცილებლად დააზი­ანებს.
გასხვლის შემდეგ იწყებთ შეყელვას. შე­ყელ­­ვის დანიშნულებაა, არა მხოლოდ რქებისა და მრა­ვალწლოვანი ნაწილების მავთულზე ან ჭი­გოზე მიბმა, არამედ შესაყელი რქების ფრთხი­ლად მოღუნვა ისე, რომ თითქმის მართი კუთხე შეიქმნას. ამას ისე ვერ გააკეთებთ, თუ რქას, ნელ-ნელა გადაწევით, ხელისგულებს შორის არ დაარბილებთ. მისაბმელ ადგილას აკეთებთ კანაფის მარყუჟს და რქის წვერს აბამთ მავ­თულზე. ამ პროცედურის ჩატარების ძირითადი მიზანი ის გახლავთ, რომ ვაზის რქას ახასია­თებს კენწეროსკენ `გაქცევა~, ანუ პოლარობა. შეყელვის დროს კი ხელოვნურად ვაზიანებთ ჭურჭელ-ბოჭკოვან კონებს და ვაფერხებთ წვენის კენწეროსკენ გაქცევას, რაც ყლორტების თანაბარი სიძლიერით ზრდის საწინდარია.
შესანიშნავი დროა მცენარეთა ვეგეტაცი­უ­რი გამრავლებისათვის: აპრილში ხდება გადა­წიდვნა, კალმების დაფესვიანება, ბუჩქების ამო­ნაყრებით გამრავლება და მყნო­ბა, აი, რა სა­მუ­შაოები შეგიძლიათ შეასრულოთ. არასოდეს იფიქ­როთ, რომ თქვენ რა­იმეს ვერ შეძლებთ. აბა, სცადეთ, ვაზის შტამბის ქვედა ნაწილში განვითარებული ლერ­წი გ­ადაწიდნეთ და რომ გაი­ხა­რებს, თქვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება. გათხარეთ 30-40 სმ სიღრმის არხი, გაამზადეთ ლერწი მიწაში ჩასაწვენად, ანუ `დააბრმავეთ~ ყველა ის კვირტი, რომლებიც მიწაში უნდა მოყვეს, წვერის 2-3 კვირტი კი დაუზიანებლად დატოვეთ. ჩააწვინეთ ლერწი თხრილში. შუა წელში დაუსვით მსხვილი მავთულის ან ხის ორკაპი და არხის ფსკერ­ზე ლერწი კარგად დაამაგრეთ, დააყარეთ მიწა და მაგრად დატკეპნეთ, წვერის მხარეზე სარი ჩაარჭვეთ მიწაში და ორ ადგილას წვერი კარგად მიაბით. მომავალ წელს უკვე სრულფასოვანი ნერგი გექნებათ. თუ იქვე გჭირდებათ გაცდენილი ადგილის შესავსებად – დატოვეთ, ოღონდ მომავალ წელს დედა ვაზთან გადანაწიდნი ჩაჭერით. აი, სულ ეს არის.
ამ წესით შეგიძლიათ დააფესვიანოთ: ლეღვი, კომში, მოცხარი, ბროწეული, ტყემალი, ალუჩა და სხვ.
ვაზის კალმების დასაფესვიანებ­ლად გათ­ხა­რეთ არხი (30-40 სმ სიღრმის), წინასწარ გამ­ზადებული კალმები დაჭე­რით ისე, რომ თი­­თოეულზე 3-4 კარგად განვითარებუ­ლი კვირ­ტი დარჩეს. დასაფესვიანებლად გრძელ­მუხლ­თშორისი­ანი რქები არც ისე სახარბიელოა, ჯობია, თუ მუხლთშორისების ზომა 12-15 სმ-ს არ აღემატება. იმისათვის, რომ არ შეგეშალოთ და რქა უკუღმა არ ჩაფლათ, დააკვირდით კვირტის წვერის მიმართულებას; იგი ზემოთ უნდა იყოს მიმართული და ქვეშ ფოთლის ყუნწის ადგი­ლიც კარგად ემჩნეოდეს. ქვედა კვირტი ზუსტად შუაზე გაჭერით. ის კვირტები, რომლებიც მიწაში მოყვება, აათალეთ, რომ იქიდან ყლორტის მაგივრად ფესვი განვითარდეს. ზედა 1-2 კვირტი მიწის ზემოთ დატოვეთ, რქები ოდნავ დააწვინეთ ისე, რომ მიწას კარგად ეხებოდეს, მაგრად მიტკეპნეთ და მიწის ზემოთ დატოვებულ კვირტებს ფხვიერი მიწა დააყარეთ, რომ კვირტები არ გამოშრეს. ამის შემდეგ მიწა კარგად გაჟღინთეთ. ასე ფესვიანდება: ბროწეულის, ლეღვის, კომშისა და სხვა ხეხილის კალმებიც.
თუ რომელიმე ბუჩქის ან ხის ტოტის `მიწის ზემოთ დაფესვიანება~ გინდათ, პოლიეთილენის ბოთლს ხრახნიანი მხარე მოაჭერით, ერთ მხარეს მთლიანად გაჭე­რით, ფ­სკერზე გა­უკე­თეთ იმ დიამეტრის ჭრილი, როგორითაც ტოტის დაფესვიანებას აპირებთ. გაატარეთ შიგ ტოტი, შეავსეთ მიწით, ბოთლი თავსა და ბოლოში შეკარით ისე, რომ მიწა არ დაიბნეს და რომელიმე ტოტზე მიამაგრეთ. მიწა ბოთლში მუდმივად სველი უნდა იყოს. ამ წესით ვარდების დაფესვიანებაც შეიძლება.
მოცხარის, ხურტკმელის, თხილის, ლეღვის, ბროწეულისა და ა.შ. ამონაყრები პირდაპირ ამოთხარეთ და თქვენთვის სასურველ ადგილზე დარგეთ, მიწა კარგად მიუტკეპნეთ და აუცილებლად მორწყეთ.
ბოსტანი. თუ ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე ნიადაგი დაბარულ-დამუშავებული გქონდათ, ახლა ისღა დაგრჩენიათ, კვლები გააკეთოთ; რაც კი რამ ხელის შემშლელი შეგხვდებათ – ქვა-ღორღი, მსხვილი ფესვი და ა.შ. ფოცხით მოასუფთავეთ და დათესეთ ნებისმიერი ბოსტნეული თუ ბაღჩეული (გოგრა, ნესვი, საზამთრო, ყაბაყი). უმჯობესია, თუ თესლის ჩათესვის წინ კვლებზე ჯოხით ხაზებს (ღარებს) გააკეთებთ, ჩათესავთ და შემდეგ დაფოცხავთ.
ამავე თვის 20 რიცხვიდან ითესება: პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, 10-დან 20 აპრილამდე – კიტრი, გოგრა, ყაბაყი, ნესვი, საზამთრო და სხვ.

მცენარეთა დაცვის საშუალებები და დრო

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები