მთავარი სხვა-ამბები ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ქართულმა მარნებმა პორტუგალიაში პროდუქცია პირველად წარადგინეს

ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ქართულმა მარნებმა პორტუგალიაში პროდუქცია პირველად წარადგინეს

0
ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ქართულმა მარნებმა პორტუგალიაში პროდუქცია პირველად წარადგინეს

პორტუგალიის ქალაქ პორტოში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Simplesmente Vinho გაიხსნა, რომელზეც საქართველო წარმოდგენილია სტატუსით – ღვინის სამშობლო!

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 ქართული კომპანია მონაწილეობს.

ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის, გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის სამი მასშტაბური დეგუსტაცია იგეგმება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა 25 თებერვალს დაიხურება.

შეგახსენებთ, 2013 წელს „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2021 წელს ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ქართულმა მარნებმა პორტუგალიაში პროდუქცია პირველად წარადგინეს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here