ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს

ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

მთავრობის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს.

Euro 5-ის სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ახალი სამგზავრო ავტობუსები პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სამგზავრო ავტობუსები ახალციხის  მუნიციპალიტეტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა,  სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან  ბესიკ ამირანაშვილთან,  საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ანტონ ობოლაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ლომიძესთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ამ მიმართულებით მერიის  გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სიახლე  მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც  საარჩევნო დაპირება იყო და ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით შესრულდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით

წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება და მოქალაქეები უახლოეს ხანში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში“ -განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.

პროგრამა,  რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და შემდგომ განვითარებას,

ცენტრალური და ადგილობრივი  ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა.  აღნიშნული პროექტის  ფარგლებში 38 მუნიციპალიტეტისთვის „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნა შეძენილი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს. 13 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ახალციხის-მუნიციპალიტეტ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 18]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a2/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network