ნამდვილი წალკოტი – მზოვრეთის მონასტერი

ნინო კვარაცხელია
1 წუთიანი წაკითხვა

ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა მზოვრეთის მონასტრის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი. მონასტერში ბერებმა ნამდვილი წალკოტი გააშენეს.

“წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წლის წინათ ბევრი არაფერი იყო. შორიდან ციხის დაბალზე შემორჩენილი ნაწილი ჩანდა. დღეს კი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს მზოვრეთის (მძოვრეთის) ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერია. ძეგლის აღდგენა 2009 წელს დაიწყო. მამებმა ძველი წყაროს გზაც იპოვეს, გალავანი მიწისგან მთლიანად გაწმინდეს და აღადგინეს.
ახლა აქ 3 ტაძარია. ბიბლიოთეკაც გააკეთეს და წალკოტიც გააშენეს.
მონასტერს მამა იოანე წინამძღვრობს.
მზოვრეთს დიდი ისტორია აქვს. აქ უწინ ქალაქი იყო. ახლა კი სოფელი ორთუბანია. მდებარეობს ძამას ხეობაში, ყინწვისთან ახლოს.

მზოვრეთი ბოლოს თავადმა ციციშვილმა დაახლოებით 300 წლის წინათ აღადგინა. აქაურობამ ახლა უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა”, – წერს გოგა ჩანადირი და მისსავე ფოტოებს აქვეყნებს.“

ნამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერინამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერი – ფოტო 2ნამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერი – ფოტო 3ნამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერი – ფოტო 4ნამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერი – ფოტო 5ნამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერი – ფოტო 6

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საქართველოს რეგიონები და სოფლები. აღწერს კახეთს, იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, გურიასა და სხვა კუთხეებს — ტრადიციები, ადამიანები, ბუნება.
კომენტარები ჯერ არ არის