კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებალაზური ნავის სამშენებლო ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზეა წარდგენილი

ლაზური ნავის სამშენებლო ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზეა წარდგენილი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მიმდინარეობს ლაზური ნავთმშენებლობის სამშენებლო ტრადიციების კვლევა.

იგი სპეციალურ ლიტერატურაში არსებული წყაროების პარალელურად, საველე-ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობითაც ხორციელდება. ნავმშენებლობა, ნაოსნობა და მეთევზეობა ისტორიულად ლაზების ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იყო და როგორც „ზღვაზე მცხოვრებმა ხალხმა“, ნაოსნობისა და ნავის კეთების მდიდარი ტრადიციები შემოინახა.

„ლაზები კაცნი არიან ხელოსანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა დიდთა და მცირეთა“ ვახუშტი ბატონიშვილის ეს ჩანაწერი ლაკონურად აღწერს და ლაზური ტრადიციული ყოფის ძირითად თავისებურებებზეც ნათლად მიუთითებს. ლაზური ნავის ფართოდ გავრცელებულ სახელწოდებად შემოინახა „ფელუკა“. ეს სიტყვა, გარდა ლაზურისა ჩანს იტალიურში, არაბულში, ასევე სვანურში.

ისტორიკოს თამაზ ბერაძის გამოკვლევით ფელუკას თავდაპირველად ქართული სახელი „ორჩხომელი“ ერქვა. ლაზური ნავის კონსტრუქციის შესახებ საინტერესო დაკვირვება და ჩანაწერი დაგვიტოვა ტაციტუსმა. მას შეუნიშნავს, რომ ძველი კოლხები საჭიროების შემთხვევაში – დიდი დატვირთვის დროს ფელუკას დაბალ გვერდებს სპეციალური ფიცრებით ამაღლებდნენ, რაც ტაციტუსის ცნობით კოლხი მენავეების უძველესი ხერხი ყოფილა.

ლაზური ფელუკების აგებულების ძირითად თავისებურებას წარმოადგენდა: ოდნავ ოვალური მოყვანილობა, მომრგვალო ძირი, წინ და უკან აწეული ცხვირი, ხოლო შუა ნაწილში შედარებით დაბალი გვერდები. ამგვარი აგებულება განპირობებული იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლის თავისებურებებით, რაც ადგილობრივი ნავმშენებლებს სპეციფიურ სანაოსნო პირობებს უწესებდა. ლაზური ფელუკები მეტად მოსახერხებელ საზღვაო ტრანსპორტს წარმოადგენდა და სწორედ, ზემოთ აღნიშნული კონსტრუქციული აგებულება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო ტრადიციები წარმოადგენს ლაზური ნავის სამშენებლო ტრადიციების ძირითად სახასიათო ნიშანთვისებას.

აღნიშნული ნავის ფორმის სახასიათო ლაზური ტერმინია „მამალიწი“. თანამედროვეობაში ფელუკას სამშენებლო ტრადიციები საქართველოში თანდათანობით მივიწყებას ეძლევა. სწორედ ეს გარემოება გახდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან აღნიშული საკითხით დაინტერესების მიზეზი. თემაზე მუშაობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ – თანამშრომელი, თემურ ტუნაძე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები