მთავარი სამინისტრო „პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“

„პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“

0
„პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“
გრიპის სეზონში სოფლის ჯანდაცვის რეალური მდგომარეობა განსხვავდება ოფიციალური განცხადებებისგან. სოფლის კაცის გამოცდილება და ტრადიციული სიბრძნე თანამედროვე გამოწვევებში გზამკვლევი უნდა იყოს.

„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.

„გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიის მეშვეობით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არაა. ძირითადად, ეს ვირუსი შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერ განსაკუთრებულს და ისეთს, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ – განაცხადა აზარაშვილმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%ab%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%95/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here