„სწრაფად ვრცელდება – ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის“

ანა გიგაური
1 წუთიანი წაკითხვა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოფლის მოსახლეობის წინაშე არსებულ ჯანდაცვის საფრთხეებზე საუბრობს. ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და ინფექციების პიკი განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს:

„უელსში, 48-ე კვირაა, კოვიდის ერთ-ერთი ახალი ვარიანტის  JN.1-ის ზრდაა. ეს ძირითადად კლინიკურად მართული საავადმყოფოს გამოკვლევებიდანაა.
 ძირითადად, ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის და ძალიან გადამდებია.
ესპანეთში – პამპლონას საავადმყოფოს (Universitario de Navarra) გადაუდებელი დახმარების განყოფილებას დეკემბრის თვეში დღეში საშუალოდ 560-მა ადამიანმა მიმართა.

JN.1 კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტია, რომლის გავრცელებაზეც აქტიურად წერს ამერიკული მედია.

ტაილანდი – ახალი წლის შემდეგ Covid-19-ის შემთხვევების რიცხვი იზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვისაც აქვს Covid-19, უნდა მიმართონ პრევენციულ ზომებს, – ატარონ ნიღაბი საჯარო სივრცეში. საჭიროა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მითითებების მკაცრად შესრულება.
გასულ კვირას რამატიბოდის საავადმყოფოს სამედიცინო გენომიკის ცენტრმა გამოაცხადა, რომ ტაილანდში დაფიქსირდა Omicron ვარიანტის JN.1

როგორც The Washington Post წერს, JN.1 ახალი დომინანტური ვარიანტია, რომელიც, როგორც ჩანს, ასევე სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს მათაც, ვინც იყო ვაქცინირებული და სხვა შტამებითაც ინფიცირებული.

კორონავირუსის JN.1 არის რიგი ინფექციების მიზეზი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები აგრძელებენ დაცვას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან.

ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასძინა, რომ ის მუდმივად აკონტროლებს მტკიცებულებებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს JN.1 რისკის შეფასებას.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ინტერვიუ, ბლოგი და სხვადასხვა ამბები. ესაუბრება ფერმერებს, ექსპერტებსა და სოფლის მკვიდრებს; აქვეყნებს ავტორის სვეტებს.
კომენტარები ჯერ არ არის