მთავარი აგრო სიახლეები ღვინის ეროვნული სააგენტო – ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია

ღვინის ეროვნული სააგენტო – ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია

0
ღვინის ეროვნული სააგენტო – ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია
ბრიუსელში ქართული ღვინის წარდგენის შემდეგ, ბევრი ამბობს, რომ ჩვენი ღვინო ევროპაში უკვე ყველამ იცის. მაგრამ რეალობა სხვაგვარია და ეს მითები ხშირად ზღუდავს ჩვენი ღვინის ნამდვილ პოტენციალს.

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში ხუთ კომპანიაში 15 შემოწმება განხორციელდა. შემოწმებების მიზანი საწარმოებში ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

ამასთან, 44 კომპანიაში 213 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. აღნიშნული კონტროლის მიზანი სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების შესაბამისი ლოტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა იყო. აღებული 557 ნიმუშიდან შეუსაბამობა ოთხი კომპანიის ცხრა ნიმუშში გამოვლინდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების – Bureau Veritas და SGS-ს მიერ 66 კომპანიის პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა. აღებული 273 ნიმუშიდან შეუსაბამობა რვა კომპანიის 12 ნიმუშში გამოვლინდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იანვარ-აგვისტოში განხორციელებული კონტროლის შედეგად ათი კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა. დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 000 ლარი შეადგინა.

ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს. გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ღვინის ეროვნული სააგენტო – ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/44603-2/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here