მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
სიონის ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი. 100 წელზე მეტ ხანს დაკარგული ავტოკეფალია საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა.
მსოფლიო საპატრიარქომ კი საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. საქართველომ ავტოკეფალია რუსეთის იმპერიის დროს, 1811 წელს დაკარგა.
მსოფლიო საპატრიარქომ კი საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. საქართველომ ავტოკეფალია რუსეთის იმპერიის დროს, 1811 წელს დაკარგა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.
რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღმდგენლები:
მეორე ფოტოზე წარმოდგენილთაგან შემდგომ სამი მათგანი მოკლეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე (საძაგლიშვილი; ტყვიით განგმირეს 1918 წლის 27 ივნისს);
თბილელი მიტროპოლიტი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდე (ოქროპირიძე);
ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე; მოკლეს მოწამვლის შედეგად 1918 წლის 17 სექტემბერს);
არქიმანდრიტი (შემდგომში ქუთათელი მიტროპოლიტი) ნაზარი (ლეჟავა; დახვრიტეს 1924 წლის 1 სექტემბერს).