სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორ შევწვათ ტაფაზე მწვადი ისე, რომ შამფურზე შემწვარივით გემრიელი გამოვიდეს

როგორ შევწვათ ტაფაზე მწვადი ისე, რომ შამფურზე შემწვარივით გემრიელი გამოვიდეს

მწვადის შეწვის პროცესზე პირდაპირ არის დამოკიდებული მისი გემო. ამიტომ აუცილებელია არა მარტო ხორცის შერჩევა და დამარინადება, არამედ მწვადის შეწვის პროცესის მნიშვნელოვანი დეტალებიც იცოდეთ, ეს საშუალებას მოგცემთ თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები წვნიანი და ნაზი ხორცით გაანებივროთ. ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ შეწვათ მწვადი სწორად!

დასაწყისისთვის აღვნიშნოთ, რომ ტრადიციულად, მწვადს ცხვრის ხორცისგან ამზადებენ, თუმცა მისი სპეციფიური სუნის გამო ის ბევრს არ მოსწონს. ყველაზე პოპულარული ღორის ხორცის მწვადია, ამიტომ გეტყვით, რომ ღორის ხორცის მწვადისთვის – კისრის ხორცის შერჩევა აჯობებს.

რაც შეეხება შეწვის პროცესს, უპირველეს ყოვლისა ხორცი მაცივრიდან უნდა გამოიღოთ რათა ოთახის ტემპერატურამდე გათბეს. შესაბამისად, ხორცი მაცივრიდან შეწვამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა გამოიღოთ!

გირჩევთ შეწვამდე ხორცს ხახვი, სუნელები და მწვანილი მოაშოროთ (თუ დამარინადებული გქონდათ), რადგან ცეცხლზე ისინი დაიწვებიან და ხორცს მომწარო გემოს მისცემენ.

ხორცი მშრალი უნდა იყოს. თუ მას სველს დადებთ შესაწვავად – ხორცი წვის ნაცვლად მოთუშვას დაიწყებს, ეს კი მის გემოზე უარყოფითად იმოქმედებს. იდეალური იქნება, თუ ხორცს შეწვამდე ქაღალდის პირსახოცით გაამშრალებთ ან მაცივრიდან გამოღების შემდეგ მას პირდაპირ საწურზე დადებთ.

მნიშვნელოვანია შეშის სწორად შერჩევაც. წიწვოვანი მცენარეები არ გამოგადგებათ, რადგან წვისას ისინი ფისს გამოყოფენ. აჯობებს მუხის, არყის ხის ან ხილის ხეების ტოტები გამოიყენოთ. შეშა მშრალი და წვრილად დაჭრილი უნდა იყოს, რათა სწრაფად დაიწვას.

მწვადი მქრალ ნახშირზე უნდა შეწვათ. შეწვა მაშინ უნდა დაიწყოთ როდესაც ნახშირს თეთრი ნადები გაუჩნდება. წვის პროცესი დაახლოებით 15 – 25 წუთს საჭიროებს. ბევრია დამოკიდებული ნახშირზე, ხორცის ნაჭრების ზომაზე, შამფურსა და ნახშირს შორის არსებულ დაშორებაზე და წელიწადის დროზეც, რადგან ზაფხულში მწვადი უფრო სწრაფად იწვება ვიდრე ზამთარში.

შეწვის პროცესში, როდესაც ნახშირს ხორცის ცხიმი ეკიდება ის წვას იწყებს, ამ დროს ნახშირს წყლის დასხმის ნაცვლად – მარილი მოაყარეთ. ცეცხლი ნახშირს აქრობს და ტემპერატურას დაბლა წევს. შეგიძლიათ წვრილი ან მსხვილი მარილი გამოიყენოთ, მის ზომას და ტიპს მნიშვნელობა არ აქვს.

რა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც მწვადის შეწვ სახლში, ტაფაზე გვიწევს.

გამოცდილი დიასახლისები გვიზიარებენ რჩევებსა და ხერხებს, თუ როგორ მოვამზადოთ უგემრიელესად მწვადი ტაფაზე:

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხორცი უნდა იყოს სწორად შერჩეული, ხარისხიანი და სამწვადე ნაჭრები, უმჯობესია ნეკნის. შეწვამდე ცოტა ხნით ადრე მოაყარეთ მარილი და პილპილი. გააჩერეთ მაცივარში (არაა აუცილებელი). შემდეგ ტაფა გაახურეთ კარგად და დაალაგეთ ხორცი ისე, რომ ყველა ნაჭერი იდოს ტაფაზე. ცეცხლი უნდა იყოს მაღალი, როგორც კი დაიბრაწება ქვედა ფენა ( დაახლოებით 2-3 წთ ) ამოაბრუნეთ ყველა ნაჭერისათითაოდ, არ მოსცილდეთ ტაფას, თავზე არ დააფაროთ და ასე ატრიალეთ ყველა ნაჭერი სანამ ყველა მხარე არ შეიწვება. გემოთი თითქმის შამფურზე შემწვარმწვადს გავს. ყოველ 2 წთ-ში ატრიალეთ სათითაოდ. იქნება წვნიანი და გემრიელი. ეს ჩემი მეუღლის საფირმო რეცეპტია და ყველა აღფრთოვანებული რჩება ხოლმე, თუ წალამზე ვერ ვწვავთ მწვადს“- ნინო საყვარელიძე

„ცხელ ტაფას დააყარეთ მარილი, დაალაგეთ ზედ ხორცი. მაღალ ცეცხლზე უნდა შეიწვას, თავსახური არ დააფაროთ დაატრიალეთ მანამ, სანამ არ შეიწვება. ძალიან გემრიელი გამოდის. როდესაცგადმოიღებთ მწვადს ტაფიდან, თუ ბროწეული გაქვთ, დასხით ტაფაზე ცოტა რომ გაცხელდეს წვენი და მოასხით მწვადზე“ – ნინო ზენაიშვილი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

მარტი 18, 2025
ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

18 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

მარტი 18, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

მარტი 18, 2025
კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

მარტი 18, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მარტი 18, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები