კვირა, თებერვალი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყო წარდგენილი -ღვინის ეროვნული სააგენტო

2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყო წარდგენილი -ღვინის ეროვნული სააგენტო

2024 წელს ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, სადაც ჯამურად ქართული ღვინის 200-მდე კომპანია მონაწილეობდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის წარდგენები გაიმართა მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ, პორტუგალია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია, თურქეთი და ლატვია.

„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

2024 წელს, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართა საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდისთვის. ქართული ღვინო საქართველოში, წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა/ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა 16 ღვინის ტური, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმი.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა, 2024 წელს 16 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ოპერატიული მონაცემებით, გასულ წელს,ქართული ღვინის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 95 მლნ ლიტრს მიაღწია“,- აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

16 February, 2025
ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში –  9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში – 9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

თებერვალი 15, 2025
“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

14 თებერვალი 2025
“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

თებერვალი 15, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

თებერვალი 16, 2025
ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

თებერვალი 16, 2025
ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

15 თებერვალი 2025
როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

თებერვალი 16, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები