2023 წელს საქართველომ 23.9 მლნ აშშ დოლარის 9 229 ტონა რძის ფხვნილი, გრანულები და რძის სხვა შემცვლელები იყიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რძის შემცვლელების იმპორტი თანხაში 18%-ით შემცირდა, ხოლო რაოდენობრივად 2.7%-ით გაიზარდა. 2022 წელს წელს ქვეყანაში 29.3 მლნ აშშ დოლარის 8 973 ტონა პროდუქტი შემოვიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოს რძის ფხვნილის იმპორტი გაუიაფდა.
იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული კი, ასე გამოიყურება:
- ბელარუსი – 7.7 მლნ აშშ დოლარის 3 322 ტონა;
- ნიდერლანდები – 5.01 მლნ აშშ დოლარის 1 498 ტონა;
- ირანი – 3.1 მლნ აშშ დოლარის 1 254 ტონა;
- რუსეთი – 2.4 მლნ აშშ დოლარის 1,363 ტონა;
- უკრაინა – 2.4 მლნ აშშ დოლარის 826 ტონა.
გარდა ფხვნილისა, ნედლი რძის ალტერნატივად გამოიყენება რძე პასტაც, რომლის იმპორტმაც გასულ წელს სულ 145.1 ათასი აშშ დოლარის 23.4 ტონა შეადგინა.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები