20 ნოემბერი ფერმერის დღეა! – ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება

20 ნოემბერი ფერმერის დღეა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

20 ნოემბერი ფერმერის დღეა! გარემოს დაცვის და სოფლის მეორნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 30 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება.

12:00 საათზე, მე-6 პავილიონში აგრობაზრობა გაიხსნება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, 13:00 საათზე მე-3 პავილიონში ჩატარდება. დამსწრე საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სიტყვით მიმართავს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ოფიციალური ღონისძიების დასკვნით ნაწილში 2024 წლის წარმატებულ ფერმერებს დააჯილდოებენ. გამოვლინდება 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერი (წლის ახალგაზრდა ფერმერი, ქალი ფერმერი, კაცი ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონში დაბრუნებული ფერმერი, ინოვატორი ფერმერი, ეკოფერმერი, აგროტურიზმზე ორიენტირებული ფერმერი და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი).

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ფერმერის დღის“ აღნიშვნის პარალელურად, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ „სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერის დღეს 2015 წლიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად აღნიშნავს.

20 ნოემბერი ფერმერის დღეა | შენი სოფელი
ფოტო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). 20 ნოემბერი ფერმერის დღეა! – ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება. 19 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/20-ნოემბერი-ფერმერის-დღეა-ფ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. 20 ნოემბერი ფერმერის დღეა! – ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 19]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/20-%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%90-%e1%83%a4/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network