ქვეყანაში ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში გამოვლენილია 600-ზე მეტი სამართალდარღვევა.
მათი უმეტესობა აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობას უკავშირდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცხელ ხაზზე დარეკვას სთავაზობს.


