ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 24 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 24 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

რთველი კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათას ტონამდე საფერავი, 7 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 350-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან; აქედან 110 რთველის პროცესში უკვე ჩართულია.

რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს

„მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები