“საქართველოს უძველესი მარნები”
ჩვენ ვაგრძელებთ ონლაინ პროექტს – “საქართველოს უძველესი მარნები”და ტრაციულად ხუთშაბათობით გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნების შესახებ, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა.
ხიხანის ციხის მარნები
ხიხანის ციხე(ხირხათის ციხე) აჭარაში – ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აჭარის ამ ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი საფორტიფიკაციო ნაგებობის აგების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ ის X-XIII საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს და აჭარის ერისთავთერისთავის აბუსერიძეების მთავარი რეზიდენცია იყო.
ხიხანის ციხე 4 კოშკისგან, სასახლისგან, ეკლესიისგან, მრავალი საიდუმლო გასასვლელისგან და მარნისგან შედგებოდა. ერთ- ერთი კოშკის წინ მდებარე სწორკუთხა შენობა (12/4.5მ) უნდა ყოფილიყო კიდეც ხიხანის ” ღვინის სახლი”
დადასტურებულია რომ ხიხანის მარანი 48 ქვევრისგან შედგებოდა რომელიც 1191 წელს თურქებმა გაანადგურეს.. მოგვიანებით XIII საუკუნის 20- იან წლებში ტბელ აბუსერიძემ მარანი განაახლა და ის 28 ქვევრს იტევდა. ციხე დიდხანს ოსმალების საკუთრებაც იყო.
2014-2015 წლებში არქეოლოგიური გათხრების დროს ციხეზე ჯერ 28 ქვევრიანი მოგვიანებით კი 48 ქვევრიანი მარნის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელნიც სწორედ X-XIII საუკუნეებით თარიღდებოდა. არის მოსაზრება ეს წყლის მარნები უნდა ყოფილიყო.

წყარო: საყდრისის კომიტეტი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

