“საქართველოს უძველესი მარნები”
“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” აგრძელებს ონლაინ პროექტს – “საქართველოს უძველესი მარნები”.
ყოველ ხუთშაბათს გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნების შესახებ, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა. არქეოლოგიური აღმოჩენები და მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მარნების არა ერთი ანსამბლი გვხვდება, რომლებიც უძველეს ნამოსახლარებთან, მონასტრებთან და საფორტიფიკაციო ნაგებობებთანაა განლაგებული.
ხაშმის ჩოლოყაშვილების სასახლის მარანი
კახეთი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
ხაშმის ჩოლოყაშვილების სასახლის კომპლექსი მდებარეობს ნასოფლარ ყარაბულახის ტერიტორიაზე. კომპლექსის შემადგენლობაში შედის
XVIII საუკუნის ბოლო პერიოდის ციხე-გალავანი 3 კოშკით; წმინდა ნიკოლოზის სახელობის XVIII საუკუნის დარბაზული ეკლესია, XIX საუკუნის სასახლე, რომელიც თადეოზ ჩოლოყაშვილს აუშენებია და მარანი. მარანი რიყის ქვითაა ნაგები და ტრაპეციის ფორმისაა, ის კომპლექსში შემავალ, ცილინდრულ კოშკზეა მიდგმული და შესასვლელი ეზოდან აქვს.


წყარო: საყდრისის კომიტეტი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

