ჭინჭარი… სასუქად
გადაჭერით ჭინჭრის მიწისზედა ნაწილი, კარგად დაკეპეთ, ჩაყარეთ ხის კასრში (მეტალისა არ გამოდგება), დაასხით წყალი და გადააფარეთ ისეთი ქსოვილი, ჰაერი რომ გაატაროს. დროგამოშვებით მოურიეთ. დადუღდება და ქაფს მოიგდებს. არასასიამოვნო სუნის გასაქრობად ჩაუმატეთ ცოტაოდენი ვალერიანის ძირები ან მისი ნაყენის რამდენიმე წვეთი და აცალეთ დადუღება.
ასე მიღებული წუნწუხი (თხიერი სასუქი) საუკეთესოა კომბოსტოს, კიტრის, პამიდვრისა და ნიახურის გამოსაკვებად. დამატებით მიწოდებული მწვანე საკვები უკვე რამდენიმე დღეში გამოაჯანმრთელებს და ფერს შეუცვლის თქვენს ნერგებს (წუნწუხი გააზავეთ წყალში, შეფარდებით 1:10).
რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, შეგიძლიათ შეიძინოთ მემამულეთა კავშირის მაღაზიაში, იქვე იყიდება სასწაულთმოქმედი ბიოენერგოაქტივატორი და მემამულის დამხმარე ნივთიერება `ბიორაგი~.
თუ მინერალური სასუქების შეძენის საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ ხის ნაცარი, რომელიც საკმაოდ დაგიგროვდებათ დაავადებული ხე-ბუჩქნარის ნასხლავისა, აგრეთვე ლერწის დაწვის შემდეგ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები