ჭიამაიას უნდა გავუფრთხილდეთ – ეს ლამაზი ხოჭო ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ანადგურებს ცრუფარიანებსა და სხვა პატარა ზომის მავნე მწერებს.
ხოჭოების ჯგუფის წარმომადგენელი ჭიამაია, რომელსაც წითელ ამობურცულმომრგვალებულ სხეულზე შვიდი შავი წინწკალი აქვს, ადამიანის „მეგობარი“ მწერია. ეს ლამაზი ხოჭო ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ანადგურებს ცრუფარიანებსა და სხვა პატარა ზომის მავნე მწერებს.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ავსტრალიიდან აფხაზეთში სპეციალურად შემოყვანილმა ჭიამაიას სახეობებმა როდოლიამ და კრიპტოლემუსმა შეაფერხეს ციტრუსების საშიში მავნებლების – ღარიანი და ფქვილისებრი ცრუფარიანას გამრავლება.
ჭიამაიასებრთა ოჯახის 2000-მდე სახეობაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მართალია, უმთავრესი სახეობები სასარგებლოა, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც მცენარეული საკვებით იკვებებიან და სოფლის მეურნეობისთვის ზიანი მოაქვთ.
ჩვენში გავრცელებული წითელი შავკოპლებიანი ჭიამაია ბუგრებისა და სხვა მცირე ზომის მავნებლების მტერია, ამიტომ მას გაფრთხილება სჭირდება.
ნემსიყლაპია არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უნახავს ნემსიყლაპია – დიდი ზომის მწერი ე.წ. რთული თვალებით,
მაგარი, მღრღნელის ტიპის პირით, ორი გრძელი, წვრილი გამჭვირვალე ფრთით, რომლებიც ხშირი ძარღვების ბადით არის დაქსელილი. ფრთები ნემსიყლაპიას ყოველთვის სხეულის პერპენდიკულარულად აქვს განლაგებული. ფრინავენ ძალიან ჩქარა და ჰაერშივე იჭერენ უამრავ წვრილ მწერს, განსაკუთრებით, კოღოებს, ქინქლებს, ჩრჩილის პეპლებს ემტერებიან. ნემსიყლაპიას მატლები გუბეებში ბინადრობენ და წვრილი მწერებით იკვებებიან. ასე რომ, ნემსიყლაპიას დიდი სარგებლობა მოაქვს როგორც ადამიანებისათვის, ასევე ცხოველებისათვის, რადგანაც იგი მავნე მწერებს ანადგურებს.
მცენარეთა დაავადებები და მათთან ბრძოლა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)