პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიწარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის (ვაშლი, ვაზი, პომიდორი, ხორბალი, კარტოფილი და სხვა) კლიმატის...

წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის (ვაშლი, ვაზი, პომიდორი, ხორბალი, კარტოფილი და სხვა) კლიმატის ცვლილების გავლენის სამომავლო სცენარების შეფასება, რომელიც განხორციელდა თანამედროვე პროგრამული პროდუქტების (Aquacrop) გამოყენებით

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ქვეკომპონენტის „კლიმატის ცვლილების საადაპტაციო და შემარბილებელი ღონისძიებების აგროეკონომიკური შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა-სემინარები გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები – პროფესორები ტიმ ჰესი და ჯო მორისი, ასევე, პროექტის ადგილობრივი კონსულტანტები. მათ მიერ წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის (ვაშლი, ვაზი, პომიდორი, ხორბალი, კარტოფილი და სხვა) კლიმატის ცვლილების გავლენის სამომავლო სცენარების შეფასება, რომელიც განხორციელდა თანამედროვე პროგრამული პროდუქტების (Aquacrop) გამოყენებით.

გარდა ამისა, განხილული იყო გვალვის უარყოფითი ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების (მორწყვა, ქარსაფრები, მულჩირება და სხვა) ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი. სპეციალისტებმა ასევე იმსჯელეს აგროეკონომიკური მეთოდოლოგიის საფუძვლებზე, სამიზნე კულტურების მიხედვით მოდელირებულ შედეგებზე და ზარალისა და ზიანის GIS რუკების წინასწარ ვერსიებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დარგობრივი ექსპერტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელიც შეეხებოდა გამოყენებული მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების პრაქტიკულ დანერგვას, აღნიშნული მიმართულებით მიზნობრივი კვლევების ინიცირებას და სპეციალისტების გადამზადების აუცილებლობას.

აღნიშნული პროექტი ქმნის მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საფუძველს და ხელს უწყობს კლიმატთან გამკლავების ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებას საქართველოში.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები