ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რისი ამოქმედება მოხდება საქართველოში 2025 წლის 1-ლი აპრილიდან.

2025 წლის 1 აპრილიდან, საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება

2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია. რაც გულისხმობს, რომ ყველა სიგარეტის კოლოფი ერთნაირი, სადა შეფუთვის უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიებს გარდამავალი პერიოდი მიეცათ და დახლებზე განთავსებული პროდუქციის ამოყიდვის უფლება ჰქონდათ 2025 წლის 1-ელ აპრილამდე.

უკვე მომდევნო თვიდან კი, ნებისმიერი სიგარეტის შეფუთვა იქნება ერთნაირი. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

2025 წლის 1-ლი აპრილიდან პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება.

1-ლი აპრილიდან ამოქმედდება ჯარიმები პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე. უფრო კონკრეტულად, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს უფლება გამოიწვევს ამ პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. გარდა ამისა, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2025 წლის 1-ლი აპრილიდან არასრულწლოვნის მიერ „112“-ის არამიზნობრივ გამოყენებაზე ჯარიმა ამოქმედდება

2025 წლის 1-ლი აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდება. მათ შორის ჯარიმა იქნება გამოყენებული, არასრულწლოვნის მიერ „112“-ს არამიზნობრივ გამოყენებაზეც.

უფრო კონკრეტულად, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება: არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო, სასტიკი მოპყრობით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, „112“-ის – არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.

2025 წლის 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია განხორციელდება

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ლი აპრილიდან განხორციელდება. ცნობისთვის, პარლამენტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის ინიციატივას მხარი 20 თებერვალს დაუჭირა. ლიკვიდაციის შემდეგ, ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.

აპრილიდან საქართველოდან რამდენიმე ავიაკომპანიაც იწყებს ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით

საქართველოდან რამდენიმე ავიაკომპანიაც იწყებს ფრენებს. კერძოდ, 9 აპრილიდან იწყებს საქართველოდან პირდაპირ ფრენებს ფრანგული ავიაკომპანია Transavia France. პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კომპანია კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. 12 აპრილიდან შემოდის ბაზარზე შვეიცარიული Edelweiss-ი. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს თბილისიდან ციურიხის მიმართულებით შეასრულებს. ამ ეტაპისთვის, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. 1-ლი აპრილიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებს easyJet UK ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს; ასევე 1-ლი აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით დაიწყებს ფრენებს easyJet Europe Airline GmbH მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე. ამასთან, 29 აპრილიდან აღდგენა ფრენები ქუთაისი-მადრიდის მიმართულებითაც. კერძოდ, Wizz Air ქუთაისი-მადრიდი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. ცნობისთვის, ამ მიმართულებაზე რეისები „ვიზეარმა“ 2024 წლის მარტიდან გააუქმა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები