ქართული კინოდოკუმენტალისტიკა,
“Ღვინის აკვანი”
რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი
ფილმი მოგვითხრობს ქართველების როლზე ვაზისა და ღვინის კულტურის შექმნასა და ჩამოყალიბებაში.
ფილმში მთავარ როლს ჯემალ ბაღაშვილი თამაშობს, მასთან ერთად გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ვანიკო მაჭავარიანი, ვახტანგ ცხადაძე, მეცნიერი კიაზო ფიცხელაური და სხვები ღვინის ტრადიციაზე საუბრობენ.
პროექტი ეროვნული კინოცენტრის 2010 წლის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულია.