სამშაბათი, აპრილი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიის სამ ქალაქში გაიმართება

ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიის სამ ქალაქში გაიმართება

იაპონიის ქალაქებში – საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილს ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. „Road Show“ გაიმართება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული ღონისძიებები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეხვდნენ პოტენციურ იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებს და ღვინის ექსპერტებს.

მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები კომპანიებს საშუალებას აძლევს, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და იაპონელ მომხმარებლებს გააცნონ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, უნიკალური ყურძნის ჯიშები და მეღვინეობის ტრადიციები, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტირებული იყო 200 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც 42%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნით და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. სწორედ ამ კონტექსტში ქართული ღვინო, თავისი მრავალფეროვანი გემოებით და ტრადიციული წარმოების მეთოდებით, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იძენს.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები