საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე 2023 წლის 12 ივნისს ამოქმედებული დროებით გადასახადის ვადა 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წლის 12 ივნისიდან მოქმედებს, რომელიც 2024 წლის პირველ მარტამდე იყო ძალაში და ტონაზე 50 ლარიდან 250 ლარამდე გაიზარდა.
გადაწყვეტილება ფქვილის ქერისა და ქატოს იმპორტის შემთხვევაში საბაჟო გადასახადზეც გავრცელდება, რომლის ვადაც 1 მარტს იწურებოდა გადავადება ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციისა და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერების მოთხოვნა იყო.
ფქვილის იმპორტირებისას გადასახადის დაწესების შესახებ 12 ივნისს ამოქმედებული დადგენილება 10 სექტემბერს შეიცვალა, რომლის მიხედვითაც 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა უწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 200-დან 250 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, იმპორტის რეგულირების სწორედ ეს ვერსია გახანგრძლივდა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, ნორმები ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე იქნება.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ გასული წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. მიზეზი, რუსეთში ხორბლის ექსპორტისას არსებული ე.წ. საბაჟო გადასახადია, რომელიც ფქვილის შემთხვევაში ნულოვანია.
მოგვიანებით, საიმპორტო გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა და 100 ლარით განისაზღვრა.
როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელის დაწესებამ ყველა მიმართულებით შესამჩნევად დადებითი ეფექტი მოიტანა, კერძოდ: აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის, შედეგად, წისქვილკომბინატებმა განაახლეს მუშაობა და აღადგინეს მრავალმილიონიანი შენატანები საქართველოს ბიუჯეტში, პურის ფასი სტაბილურია და გამოწვევები არ არსებობს.