პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება მეფუტკრე ფერმერებს და სამუშაოები ღამის...

ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება მეფუტკრე ფერმერებს და სამუშაოები ღამის საათებში ტარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ღონისძიებებს ზემო აჭარაში ახორციელებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით, 420 ჰექტარი ფართობი სოფლის ტერიტორია დამუშავდა.

ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ტარდება. შეწამვლის შესახებ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება მეფუტკრე ფერმერებს და სამუშაოები ღამის საათებში ტარდება.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები