უნაბი 9 მ-მდე სიმაღლის ეკლიანი ხეა. გვარში (ეკუთვნის ხეჭრელასებრთა ოჯახს) 50-მდე სახეობაა, რომლებიც გვხვდება დედამიწის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში.
მრგვალი ან ოვალური ფორმის, ტკბილი კურკიანი ნაყოფი მოწითალო-ყავისფერია. რბილობი შეიცავს 40%-მდე შაქრებს, 5% პროტეინს, 1,5%-ზე მეტ ქარვისა და ვაშლის მჟავებს, 5,5% პექტინოვან ნივთიერებას, 2%-ზე მეტ ფისებს და 1,2% მთრიმლავ ნივთიერებას. ნაყოფი მდიდარია C და PP ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. იჭმება როგორც ახალმოკრეფილი, ისე გამშრალი, დაკონსერვებული. გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში. ძალიან წააგავს ინდისხურმას (ფინიკს). შაქრის სიროფში მოხარშული უნაბის ნაყოფი ძნელი გასარჩევია ფინიკისგან. გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს.
ხის ქერქი საუკეთესოა ტყავის წარმოებაში, როგორც მთრიმლავი და საღებავი
ნივთიერების შემცველი, ხოლო მკვრივი მოწითალო-მორუხო მერქანი იხმარება სახარატო საქმეში.
შესანიშნავი კულტურაა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსთვის. ისხამს ხვავრიელად, არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას და სასურველია ყოველმა მეურნემ დარგოს თავის ნაკვეთში 1-2 ძირი მაინც. მრავლდება კურკით, ამონაყარითა და კალმით. კურკაზე ამოსული ხის ნაყოფი წვრილია, თუმცა არც მისი მყნობაა დიდი პრობლემა. იმყნობა ისე, როგორც ყველა სხვა მერქნიანი კულტურა.
ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები – მკვლევართა უმეტესობა ზღმარტლის სამშობლოდ…
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები