ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე, „საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ლუდი“ გეოგრაფიულ აღნიშვნად დაარეგისტრირა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

„საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ლუდი დაბალი სპირტშემცველობის მქონე არომატული ალკოჰოლური სასმელია, რომლის დამზადების ტრადიციები საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს. საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ლუდის წარმოების ზონას აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ, თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ცხინვალის რეგიონების (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) მთიანეთი განეკუთვნება. შესაბამისად, დამზადების ადგილის მიხედვით, ლუდის დასახელებად გამოიყენება: „თუშური ლუდი“, „ფშავ-ხევსურული ლუდი“ და „ოსური ლუდი“. მათი წარმოება ხდება ერთმანეთის მსგავსი, ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდებით ქერის, სვიის, წყლისა და საფუვრის გამოყენებით. (ვრცლად საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ლუდის სპეციფიკაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სტატუსები ენიჭება განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობის ადგილთან, იქ არსებულ გარემო პირობებთან და, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ წარმოების ტრადიციულ ცოდნასთან, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს თითოეული ასეთი პროდუქტის გამორჩეულობასა და უნიკალურობას.

დღეის მდგომარეობით, ქართული მთის ლუდის ჩათვლით, საქართველოში რეგისტრირებულია 39 ადგილწარმოშობის დასახელება და 31 გეოგრაფიული აღნიშვნა. გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს პროდუქტების დაცვასა და კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ქმნის მყარ საფუძველს სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

უახლოეს მომავალში ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, განახლდება შესაბამისი ბაზა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის ხელშეკრულების რეესტრში. ასევე, საქპატენტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე შესაბამის ზომებს განახორციელებს და ახალ პროდუქტებზე საერთაშორისო დაცვის გასავრცელებლად მიმართავს ევროკავშირს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესაბამისი დანართებით გათვალისწინებული გეოგრაფიული აღნიშვნების განახლების თაობაზე. ასევე, მიმართავს შვეიცარიის კონფედერაციას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას, გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ არსებული შეთანხმებებით გათვალისწინებული გეოგრაფიული აღნიშვნების განახლების თაობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო აქტივობა ჟენევაში

9 საუკეთესო აქტივობა ჟენევაში

13 February, 2025
10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს

10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს

თებერვალი 13, 2025
SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს

SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს

13 თებერვალი 2025
რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

თებერვალი 12, 2025
საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

13 თებერვალი 2025
სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

თებერვალი 12, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ ამატებენ გამოცდილი დიასახლისები ლობიოში სტაფილოს?

რატომ ამატებენ გამოცდილი დიასახლისები ლობიოში სტაფილოს?

თებერვალი 13, 2025
კანის დატენიანების რუტინა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ელასტიური კანი

კანის დატენიანების რუტინა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ელასტიური კანი

თებერვალი 13, 2025
რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

12 თებერვალი 2025
ბოტანიკური ქუჩა — ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა თბილისში

ბოტანიკური ქუჩა — ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა თბილისში

თებერვალი 13, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები