საქართველოში, კვერცხის ფასი შესაძლოა მაქსიმუმ 2 თეთრით გაიზარდოს.
გაძვირებას ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ფასზე ზეგავლენას ახდენს, სამუშაო ძალის და დისტრიბუციის ხარჯების ზრდაა.
„შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ გაძვირება გარდაუვალი გახდეს. მარცვლეულის ფასი დაახლოებით 30%-ით მოიმატა. მნიშვნელოვანი პრობლემა ისევ ადამიანური რესურსის ხარჯებია. ქალაქში გაჩენილი საცობები, გაზრდილი ჯარიმები და ტრანსპორტირების სირთულეები ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდს — რაც ადრე ერთი მძღოლის გაკეთებული იყო, ახლა ორიც ვერ ასწრებს. დიდი ალბათობით, თებერვლიდან ფასი 1.5-2 თეთრით მოიმატებს,“ — განაცხადა „ბიზნესპრენიუსთან“ მეფრინველეების ასოციაციის თავმჯდომარემ, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა
მისი თქმით, სხვადასხვა ფაბრიკას განსხვავებული დანახარჯები აქვს, თუმცა მისი შეფასებით, თუნდაც გაძვირება მოხდეს, 2 თეთრზე მეტი არც ერთ საწარმოში არ უნდა იყოს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

