ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებისაქართველომ $29.3 მლნ-ს ყველი და ხაჭო შეიძინა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველომ $29.3 მლნ-ს ყველი და ხაჭო შეიძინა – სად ვყიდულობთ და ვყიდით?

წელს ყველის და ხაჭოს იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ხაჭოსა და ყველის იმპორტმა $29.3 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.7%-ით მეტია.

იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 18.9%-ით გაიზარდა და 5 301 ტონას მიაღწია, მაშინ როდესაც წინა წელს, ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში – 4 456 ტონა იყო.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ხაჭო და ყველი საქართველომ გერმანიიდან შემოიტანა – $5 მილიონი, 803 ტონა.

საქართველოსთვის ყველის ტოპ 10 იმპორტიორი ქვეყანა ასეთია (2025/9თვე):

  1. გერმანია – $5 მლნ, 803 ტონა;
  2. თურქეთი – $4.2 მლნ, 1 147 ტონა;
  3. რუსეთი – $3.4 მლნ, 784 ტონა;
  4. პოლონეთი – $2.9 მლნ, 506 ტონა;
  5. იტალია – $2.8 მლნ, 247 ტონა;
  6. ნიდერლანდები – $1.8 მლნ, 271 ტონა;
  7. ბელარუსი – $1.4 მლნ, 322 ტონა;
  8. საფრანგეთი – $1.2 მლნ, 131 ტონა;
  9. დანია – $1.1 მლნ, 159 ტონა;
  10. ფინეთი – $1 მლნ, 181 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე, $1.3 მილიონის ყველი და ხაჭო გაიყიდა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 24.5%-ით მეტია. მოცულობითი მაჩვენებელი კი 41.1%-ით გაიზარდა და 175 ტონას გაუტოლდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოცულობა, 124 ტონას შეადგენდა.

საქართველოსთვის ყველისა და ხაჭოს მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ ყაზახეთია, სადაც 9 თვეში $984 ათასის 141 ტონა პროდუქტი გავიდა.

ყველისა და ხაჭოს ტოპ 5 საექსპორტო მიმართულება შემდეგია (2025/9თვე):

  • ყაზახეთი – $984 ათასი, 141 ტონა;
  • აშშ – $224 ათასი, 19 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – $56 ათასი, 3 ტონა;
  • სომხეთი – $51 ათასი, 5 ტონა;
  • კანადა – $39 ათასი, 4 ტონა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები