სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„სამზარეულო საზღვრებს გარეშე” - ქართველი შეფ მზარეული დარეჯან ფხაკაძე, რომელმაც მთელი სტარსბურგი...

„სამზარეულო საზღვრებს გარეშე” – ქართველი შეფ მზარეული დარეჯან ფხაკაძე, რომელმაც მთელი სტარსბურგი აღაფრთოვანა

ავტორი: თინათინ თავხელიძე

“სამზარეულო საზღვრებს გარეშე” – ამ სათაურით დაიბეჭდა ქართველი შეფ მზარეულის დარეჯან ფხაკაძის ინტერვიუ, ფრანგული გასტრონომიის კრიტიკოსთა წიგნში “Le guide epicure Edit“. ინტერვიუში აღფრთოვანებით საუბრობენ მის ნიჭსა და უგერმიელეს კერძებზე, რომელიც აერთიანებს სხვდასხვა კულტურის კულინარიას. დარეჯან ფხაკაძე საფრანგეთში, ოცნებებით სავსე ჩემოდანით 2011 წელს ჩავიდა. კონსერვატიულ ინდუსტრიაში თავისი ადგილის დასამკვიდრებლად უამრავ გამოწვევას შეხვდა, როგორც ემიგრანტს თავდაპირველად სკეპტიციზმითაც კი უყურებდნენ, მაგრამ გამძლეობითა და მონდომებით, მან დაიმსახურა პატივისცემა და თავისი ადგილი დაიკავა ფრანგული გასტრონომიის სივრცეში. პროფესიული ურთიერთობა კულინარიასთან 2018 წლიდან დაიწყო, ემიგრანტობის მე-7 წელს, თუმცა კულინარიის სიყვარული უფრო ბავშვური ასაკიდან ახსოვს, როგორც თავად ამბობს ბებოსგან, რომელიც საკონდიტრო მზარეული იყო. თავისი უნარების დახვეწის მიზნით, დარეჯანმა საფრანგეთში დაიწყო კულინარის შესწავლა, რომელმაც სტრასბურგის ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის შეფ-მზარეულობამდე მიიყვანა.

დარეჯანი გამოცდილი მზარეულებისგან დაეუფლა იმ ტექნიკას, რომელმაც განსაზღვრა მისი კულინარიულ სტილი. სწორედ ქართული კულინარიის დამსახურებით მოხვდა ის 100 საუკეთესო შეფ-მზარეულთა შორის “Grande-est et Luxembourge 2024/2025 100 Grandy chefs.”

„სამზარეულო საზღვრებს გარეშე” - ქართველი შეფ მზარეული დარეჯან ფხაკაძე, რომელმაც მთელი სტარსბურგი აღაფრთოვანა

— დარეჯან საიდან დაიწყებდით თქვენი კულინარიული ისტორიის თხრობას? გაგვიზიარეთ თქვენი პირველი ნაბიჯები.

— საფრანგეთში ჩამოსვლიდან დაახლოებით წელიწად ნახევარში ავიღე საბუთები, აქ უსაქმურად არავინ გაგაჩერებს და მეც,რადგან მოუსვენრად ვეძებდი სამუშაოს,წავედი 2 კვირიან სტაჟირებაზე, ფრანგული რესტორანის სამზარეულოში. ჩემი ძირითადი მოვალეობა იყო ჭურჭელის დარეცხვა, პროდუქტების გასუფთავება და ასე შემდეგ. ერთ დღეს რესტორანის მფლობელმა შემომთავაზა 2 წლიანი კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც მომეცა შესაძლებლობა მუშაობასთან ერთად მესწავლა კიდევაც. მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ოჯახის წევრები ამ პროფესიის წინააღმდეგნი იყვნენ,მეუბნებოდნენ, რომ ოჯახთან და შვილებთან ერთად ამას ვერ შევძლებდი, ამასთანავე ფრანგულად თითქმის ვერ ვსაუბრობდი, მაინც გადავწყვიტე, რომ კულინარია ჩემი საქმე უნდა გამხდარიყო და წარმატებით დავამთავრე “lycee hotelier Alexandre Dumas” სასწავლო კურსი.სადაც 100 კანდიდატურიდან მხოლოდ 12 შეგვარჩიეს. ამის შემდეგ მონაწილეობა შემომთავაზეს “Refugees food festival” -ში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში საახალწლოდ განათებულ სტრასბურგის ცენტრში, “place kleber”-ზე, ერთ დღეში 700 ხინკალი გავყიდეთ. მას შემდეგ გავიარე სხვადასხვა მასტერკლასები და ამგვარად შევდგი ფეხი კულინარიაში.

— რა ძირითად ინდივიდუალურ მახასიათებლებს გამოყოფდით ფრანგულ კულინარიაში და როგორი გემოვნება აქვთ ფრანგებს?

— ფრანგული კულინარია არის მინიმალიზმი ,სუპერ დახვეწილი, ძალიან რაფინირილებული, მაგრამ სხვა მხრივ მომზადების ტექნიკა საოცარი აქვთ. ფრანგებისთვის ვიზუალურ მხარეს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე გემოებს.

— ქართულ კერძებს შორის განსაკუთრებულ მოწონებას, რომელი კერძი იმსახურებს?

— ზოგადად ფრანგები არ არიან მიჩვეული მძიმე და არეულ საკვებს, როგორიც ჩვენია. მათთან ცალ-ცალკეა ბოსტნეული, ხორცი, ამიტომ ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს ისეთი კერძები,სადაც ქართული სუნელებია გამოყენებული. მაგალითად პირველი მახსენდება ნიგვზიანი ჩახოხბილი და ბაჟე. დაგემოვნების შემდეგ აუცილებლად მეკითხებიან თუ სად შეიძლება შეიძინონ ეს სუნელები. ეს მომენტი განსაკუთრებით მიყვარს, რომ ვეუბნები: “ვერსადაც ვერ შეიძენთ საქართველოს გარადა”.

„სამზარეულო საზღვრებს გარეშე” - ქართველი შეფ მზარეული დარეჯან ფხაკაძე, რომელმაც მთელი სტარსბურგი აღაფრთოვანა

— გიყვართ ექსპერიმენტები კერძის მომზადებისას?

— როდესაც მუშაობ ევროპის ქვეყნების სამზარეულოში და განსაკუთრებით საფრანგეთში,სადაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კერძის პრეზენტაციას უბრალოდ სხვა გზა არა გაქვს, რომ ექსპერიმენტები არ გიყვარდეს.ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც ქართველები მსტუმრობენ, შეკვეთილ კერძს მივართმევთ და გვეუბნებიან ეს ჩვენი შეკვეთა არ არისო,არადა სწორედ ის არის უბრალოდ სხვანაირად გამოიყურება,ამას მხოლოდ დაგემოვნების შემდეგ ხვდებიან. ჩაქაფულის “იმიჯის” შეცვლაც მომიწია,რადგან ფრანგებისთვის ცოტა რთული კერძი აღმოჩნდა.საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ფრანგებს შევთავაზე მათთვის უფრო მისაღები ვიზუალით იგივე გემოები. ჩაქაფულის მუსი,ჩაქაფულის სოუსი, შემწვარი ბატკნის ხორცი,ჩაქაფულის პუდრში. ამ დროს ნამდვილად ვიგრძენი სიამაყე, როცა ჩაქაფულის კერძი გემოების შეუცვლელად მეტად პრეზენტაბელური გავხადე.სხვათაშორის ერთ-ერთი მოთხოვნადი კერძი გახდა ჩვენს რესტორანში.

გააგრძელეთ კითხვა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები