– როგორ ვებრძოლოთ ლოკოკინას, რომელიც მინადგურებს ბოსტნეულსა და სხვა მცენარეებს?
– ლოკოკინა, რომელმაც ბოსტანი გაგინადგურათ, სინამდვილეში გახლავთ ლოქორა (ლოფორთქინა). ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 100-მდე სახეობის ლოქორა დაღოღავს. ამ საზიზღარ მოლუსკს მოსწონს ნესტიანი ადგილები და მასობრივად მრავლდება წვიმიან ამინდში. მისი სიგრძე სახეობის მიხედვით 3 მმ-დან 15სმ-მდეა. აზიანებს მინდვრის მრავალ კულტურას, ბოსტნეულს, ბაღჩეულს და ა.შ.
ლოქორასთან ბრძოლის მთავარი ღონისძიებაა ნაკვეთის გასუფთავება სარეველებისაგან, რომლებშიც ლოქორა მთელი დღის განმავლობაში აფარებს თავს. მეორე ღონისძიებაა ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით ნიადაგის დაბარვა. ღამის საათებში, როცა ლოფორთქინები საკვებად გამოდიან, თქვენს ნაკვეთს უნდა მოაფრქვიოთ ახალჩამქრალი კირის პუდრი (100 მ2-ზე 2-3 კგ). ეფრქვევა ორჯერ 10-15 წუთის ინტერვალით.
პატარა ნაკვეთებში ლოქორას მნიშვნელოვანი რაოდენობის დაჭერა შეიძლება: ფიცრების, სველი ჩვრების, ლინოლეუმის, რეზინის ნაჭრების დაფენითაც, რომელთა ქვეშაც ისინი იყრიან თავს. დაჭერილ ლოფორთქინებს სიამოვნებით მიირთმევენ შინაური ფრინველები. თუ არ შეჭამენ, დააყარეთ მარილი და დაიხოცებიან.
ლიმონი კასრში – ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რომელიც ოთახის პირობებში კარგად ხარობს და მოსავალსაც იძლევა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)