კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრორამდენი მევენახე და ნაკვეთი დარეგისტრირდა კადასტრში?

რამდენი მევენახე და ნაკვეთი დარეგისტრირდა კადასტრში?

დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები სრულად აღწერილია.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვენახების კადასტრში შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახის და 170 174 ნაკვეთის შესახებ. სააგენტოში განმარტავენ, რომ ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლებას რეგულარულად ხორციელდება.

ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენება/ამოძირკვის, არენდით გადაცემის და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელია, ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ.

ვენახების კადასტრი აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის.

ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციით, მევენახეების და ვენახების შესახებ დეტალური ინფორმაციის აღწერით იქმნება. რეგისტრირებულ ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს.

მოქმედი რეგულაციით, ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პროგრამა 2014 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ვენახების აღწერით; 2015-2021 წლებში პროგრამა განხორციელდა კახეთის რეგიონში, 2022 წელს – ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ხოლო 2023 წელს – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, რითაც პროგრამამ ქვეყნის მევენახეობის ყველა რეგიონი მოიცვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები