ოქროს მაძიებლები!
ოქრო მდინარეში – სად და როგორ ეძებენ ოქროს საქართველოში.
ოქროს საბადოებად ქცეული წყლები!
შემოდგომის სუსხში გახვეულ უკაცრიელ ნასახლარს ძვირფას ლითონზე სანადიროდ ფეხით მიუყვება. ადგილი შერჩეულია – ბოლნისი, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულებითა და ოქროს საბადოებად ქცეული წყლებით.
„ოქროს აქვს თავისი ადგილები, თავისი ხასიათი აქვს. არ არის ყველგან. ოქროს მომპოვებელმა უნდა იცოდეს, სად არის.
მოპოვება კომპლექსური პროცესია თავისი ტექნიკით, რომელსაც ეკოლოგიის, მდინარის რიტმების ზედმიწევნით ცოდნა სჭირდება. ჯერ ისტორიას სწავლობს. მერეა ექსპედიციები. მდინარეში ეფლობა და იწყება…
ქვიშრობრივი ოქროს მოპოვების ცდები ერთი წლის წინ დაიწყო. მალე შეიქმნა ასოციაცია და ახლა ოქროს მარტო აღარ ეძებს…

