სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაოზურგეთს 8 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი მოემსახურება

ოზურგეთს 8 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი მოემსახურება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი პროექტები მზადდება, რომლის ჯამური მოცულობა 20 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

„განვაგრძობთ სოფლებში გზების რეაბილიტაციის და მოწყობის სამუშაოებსაც. 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რეგფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 2 172 000 ლარის სამუშაოებს ვაკეთებთ. პროგრამის დასრულების შემდეგ, სოფლებში კრიტიკულ მონაკვეთებზე დაახლოებით 20 კმ-მდე გზა, ბეტონის საფარით მოეწყობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ უკვე დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ ქ. ოზურგეთსა და ჩვენს სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი პროექტების მომზადებას, რომლის ჯამური მოცულობაც 20 მილიონი ლარი იქნება. თუ სად და რა მონაკვეთებზე გაკეთდება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა – ამ ინფორმაციას მომდევნო სხდომებზე წარმოგიდგენთ.

სიახლეები გვაქვს ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულშიც – ნატანებში სამი მრავალბინიანი სახურავის სრულ რეაბილიტაციას გავაკეთებთ, რისთვისაც 160 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, დაგეგმილია ე.წ. მე-15 ბრიგადის დასახლებაში 720 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობა, რისთვისაც 396 000 ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, 35 წლის შემდეგ პირველად მოხდა სრულიად ახალი საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვა და ეს პროცესი გაგრძელდება.

ოზურგეთის მერის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკვე შეძენილი და შემოყვანილია 8 ერთეული ISUZU-ს მარკის თანამედროვე ტიპის ავტობუსის, რომლითაც მოქალაქეებს მგზავრობისას სრული კომფორტი შეექმნებათ.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოგეხსენებათ, ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ახალი ავტობუსების შემოყვანა და სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება – ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით და ოზურგეთში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვექნება – საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკვე შევიძინეთ და შემოვიყვანეთ 8 ერთეული ISUZU-ს მარკის თანამედროვე ტიპის ავტობუსი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს მგზავრობისას სრულ კომფორტს შევუქმნით. 35 წლის შემდეგ პირველად მოხდა სრულიად ახალი საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვა და ეს პროცესი გაგრძელდება,“- აღნიშნა მერმა.

ავთანდილ თალაკვაძემ სამარშრუტო გეგმაზე, ტარიფებსა და მარშრუტების მიმართულებებზეც ისაუბრა.

„მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიასთან კოორდინირებით, შემუშავდა ახალი სამარშრუტო გეგმა და ტარიფები, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მორგებული უნდა იყოს ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანსა და სოციალურ ჯგუფზე. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო პლასტიკური ბარათებით და ელექტრონული სისტემით, რომელიც ავტობუსშია დამონტაჟებული. სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელია დეილის ქსელურ მარკეტებში ქალაქ ოზურგეთში და სოფელ ნატანებში, ასევე ლოტოს ჯიხურებში. გაგაცნობთ მიმართულებებს, რომელსაც ახალი ტრანსპორტი მოემსახურება: ოზურგეთი – ურეკი; ოზურგეთი – დვაბზუ – ცხემლისხიდი – ვაკიჯვარი; ოზურგეთი – ნაგომარი; ოზურგეთი – ნარუჯა – ლაითური; ოზურგეთი – შემოქმედი – გომი; ოზურგეთი – სოფ. ოზურგეთი – გურიანთა. რა თქმა უნდა, ახალი ტრანსპორტის ფუნქციონირებას დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებსაც შევიტანთ. კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს და მალე დასრულდება მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, სამგზავრო და სატვირთო ლიფტების მოწყობის სამუშაოები.

„ამჯერად, ფარნავაზ მეფის ქ.N1 და N127-ში, მერაბ კოსტავას ქ.N2, N4,-ში, იოანე პეტრიწის ქ. N1 და გრიბოედოვის ქ.N31-ში მოეწყობა ლიფტები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღებული გრანტიდან, ჯამში 648 786 ლარი დაიხარჯება“,- განაცხადა მერმა.

მერმა ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა და ისაუბრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის შესახებ. „გაგაცნობთ განახლებულ ინფორმაციას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას: დაბა ლაითურში – სტიქიის შედეგად დაზიანებული 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაციას ვიწყებთ, რომლის ღირებულებაც შეადგენს 109 998 ლარს. დაბა ნარუჯაში დავიწყეთ სტიქიის შედეგად დაზიანებული 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია, დანახარჯი შეადგენს 109 409 ლარს. სოფელ მერიაში – მიმდინარეობს 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაცია, რაშიც 134 799 ლარი დაიხარჯება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის მუსიკალური სკოლის სახურავის რეაბილიტაციასაც ვიწყებთ, რისთვისაც დაიხარჯება 26 999 ლარი,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები