შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიმყნობის წესები და ვადები

მყნობის წესები და ვადები

მყნობის წესები და ვადები

კვირტით მყნობა. კვირტით მყნობის ვადაა – ივლისი-აგვისტო.
1. როგორც წესი, საძირეებად გამოიყენება ერთწლიანი ნათესარები. შემოდგომით ან ზამთარში საძირეები გადარგეთ ღია გრუნტში. კარგად მოუარეთ, არ მოაკლოთ წყალი, მოაცილეთ სარეველები და მიწა გააფხვიერეთ;
2. ზაფხულში მიწიდან კენწეროსკენ 30სმ სიმაღლეზე შეაცალეთ ყველა ამონა­ყა­რი და ფოთოლი;
3. საძირის ქერქზე გააკეთეთ ასო თ-ს მაგვარი ჭრილი და ქერქის გვერდები ოდნავ მო­ილეთ მერქანს;
4. სანამყენეზე არჩევენ ერთწლიან, კარგად განვითარებულ ყლორტს, საიდანაც ათლიან ასევე საუკეთესო კვირტს;
5. კვირტზე არსებულ ფოთოლს აჭრიან ისე, რომ ზედ შერჩეს ყუნწის ნახევარი;
6. ათლას იწყებენ ქვემოდან, კვირტამდე 6-7 მილიმეტრის დაცილებით;
7. ათლიან, რაც შეიძლება, თხლად, რათა მერქანი არ გაჰყვეს;
8. კვირტს ჩასვამენ ჭრილში და ზედა ნაწილს აჭრიან ჰორიზონტალური ჭრილის ზომაზე ისე, რომ თ-ჭრილის ზედა ნაწილში ჩაჯდეს;
9. კვირტს ისე, რომ არ დაიფაროს, ახვევენ გამჭვირვალე, წებოვან პოლიეთილენის ლენტს;
10. დატოვებული ყუნწის ნახევრის დანიშ­ნულებაა ნამყენის შემოწმება: თუ თითის ოდნავი შეხებით ყუნწი მოსძვრა, ე.ი. შეხორცება კარგია;
11. როცა დარწმუნდებით, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ლენტი მოხსენით;
12. ადრე გაზაფხულზე კვირტის ზემოთ დარ­ჩე­ნილი ღერო სეკატორით ფრთხილად მოჭერით;
სანამყენე დანა და სეკატორი უნდა იყოს სუ­ფთა და ძალიან კარგად გალესილი. რა თქმა უნდა, ხელების სისუფთავეც აუცილებელია. კვირტით მყნობის საუკეთესო პერიოდია აგვისტო.
კალმით მყნობა. კანქვეშ მყნობა:

გადახერ­ხეთ საძირის ტოტი ჰორიზონტალურად. ჩაჭე­რით ბასრი დანით 3-4 სმ სიგრძეზე, გათალეთ კალამი ისე, რომ გული არ გაა­ყოლოთ, გადაუწიეთ ნაპირები ჩაჭრილ ქერქს და ჩასვით შიგ კალამი. შემდეგ მჭიდროდ შემოახვიეთ პოლიეთილენის სახვევი, ხოლო გადანაჭერზე წაუსვით ბაღის მალამო.
სოლით მყნობა:

კალამს ორი მხრიდან ჩა­ათალეთ ისე, რომ მიიღოს სოლის ფორმა. ჩა­ჭერით საძირეზე (გააპეთ) ზუსტად იმ სოლის ზომაზე, ჩასვით კალამი, შემოუჭირეთ მჭიდროდ პოლიეთილენის სახვევი და გადანახერხზე წაუსვით ბაღის მალამო. კალამი ისე უნდა ჩასვათ ჭრილში, რომ კალმის ქერქი ზუსტად ემთხვეოდეს საძირის ქერქს.
შენიშვნა: კალმები უნდა იყოს ორკვირტიანი, დანა აუცილებლად სუფთა და ბასრი. თუ ერთ ცდაზე არ გაგიმართლათ, სცადეთ მეორეჯერ.
ორივე ზემოხსენებული ხერხით ერთ საძი­რეზე შეგიძლიათ დაამყნოთ ორი კალამი, თუნ­დაც სხვადასხვა ჯიშისა, მაგალითად – საად­რეოც და საგვიანოც.
კალმით მყნობა ტარდება გაზაფხულზე, აპ­რილის თვეში, როცა ინტენსიურად მიმდინარეობს წვენის მოძრაობა.
სანამყენე კალმებად იანვარ-თებერვალში იჭრება გასამრავლებლად სასურველი ჯიშის ერთ­წლიანი, 3-4-კვირტიანი კარგად განვითა­რებული კალმები. შეკარით კონებად, ჩაფალით სველქვიშიან ყუთებში და შეინახეთ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 0ºჩ-მდეა.
როცა ლაპარაკია კალმით მყნობაზე, აქ არასოდეს იგულისხმება ასაკობრივი საძირეები, მათზე კვირტისა და კალმის ჩამყნობა – წყლის ნაყვაა. ამყნობენ მხო­ლოდ ერთწლიან ნათესარებს. საძირე ფესვის ყელის არეში, იქ, სა­დაც უნდა ჩაჯდეს სანა­მ­ყენის კალამი, უნდა იყოს არანაკლებ 12 მილიმეტრისა, ხოლო აღმონაცენის სიმაღლე 15-20 სმ, ღერძულა ფესვი და მისი ძირითადი განტოტებები კი კარგად განვითარებული.
გადამწყვეტი ფაქტორი მყნობისას არის ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა. ოპტიმალუ­რად ითვლება 25-27ºჩ და 70-80% ჰაერის ტენიანობა. იმის გამო, რომ მყნობა მიმდინარეობს დახურულ გრუნტში, ამ პირობების დაცვა შესაძ­ლებელია.
კალმები იჭრება ახალგაზრდა მსხმოიარე ხე­ებიდან. არჩევენ კარგად განვითარებულ 30სმ სიგრძისა და 7მმ დიამეტრის კალმებს, საიდანაც ჩასამყნობად იღებენ ორ­კვირტიან ნაწილს. ქვედა კვირტის იმ ნაწილს, რომელიც უნდა ჩაჯდეს საძირეში, ორი მხრიდან ჩამოთლიან ბასრი სანამყენე დანით და ჩასვამენ შესაბამისი დიამეტრის იმავე ფორმის ჭრილში, როგორიც გაუკეთდა კალამს; კეთდება ირიბი სოლისებრი ჩანაჭერი კალამზე და შესაბამისად – საძირეზეც.
კვირტით მყნობისას ყველაზე ადვილი ხერ­ხია საძირეზე ასო თ-ს მაგვარი ჭრილის გაკეთება და შიგ კვირტის ჩასმა ისე, როგორც ეს კეთდება სხვა მერქნიან მცენარეებზე.
რაც შეეხება კვირტებს, მათი აჭრა შეიძლება შე­მოდგომა-ზამთარში აღებული კალმებიდან ან­ უშუ­ალოდ მყნობის დროს.
კვირტით მყნობის საუკეთესო პერიოდია ივ­ნისის ბოლო და ივლისის შუა რიცხ­ვები.
რაღა თქმა უნდა, კალმითა და კვირტით მყნო­ბის დროს აუცილებელია ნამყენი ადგილის მჭიდროდ შეკვრა.

მოსავლიანი ღობეები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები