ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიმოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო...

მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო მონიტორინგი, რაც საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული შენობების დათვალიერებას და მავნებლის ლოკალურ განადგურებას ითვალისწინებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგო მასშტაბური წამლობითი ღონისძიებები დაასრულა, თუმცა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო მონიტორინგი, რაც საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული შენობების დათვალიერებას და მავნებლის ლოკალურ განადგურებას ითვალისწინებს, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ და ადგილობრივ მოსახლეობას სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აცნობენ.

„მოზამთრე ფაზაში მავნებელი სხვენებსა და მიტოვებულ შენობებში ბინადრობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მექანიკური მეთოდების გამოყენება. მონიტორინგი ინტენსიურად ხორციელდება დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგოდ ჩაატარა შემდეგი ღონისძიებები: ქვეყნის მასშტაბით, ცივი შესხურებით დამუშავდა 103 791, 25 ჰა სოფლისა და ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი; თერმული ნისლით – 348 620 ჰა ფართობი; განთავსდა 8008 მონიტორინგის ხაფანგი და 208 440 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“, – აცხადებენ სააგენტოში.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები