სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამანდარინის სასარგებლო თვისებები - არა მარტო გემრიელი ციტრუსია, არამედ ძალიან სასარგებლოც და...

მანდარინის სასარგებლო თვისებები – არა მარტო გემრიელი ციტრუსია, არამედ ძალიან სასარგებლოც და არაერთი დაავადების

მანდარინი არა მხოლოდ გემრიელი ციტრუსია, არამედ ძალიან სასარგებლო და გამორჩეული ხილი. ის ჩვენს ორგანიზმს სასიცოცხლო ვიტამინებითა და მინერალებით ავსებს, რომლებიც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და დაავადებების პრევენციას. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ მანდარინის სასარგებლო თვისებებს და იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა იყოს ის ჩვენი ყოველდღიურ მენიუში. მანდარინი არა მარტო გემრიელი ციტრუსია, არამედ ძალიან სასარგებლოც და არაერთი დაავადების დაძლევაში დაგეხმარებათ. ის, ასევე, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.

მანდარინის რბილობი და წვენი მდიდარია ვიტამინებით, ის ზრდის მადას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. ცნობილია მისი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებაც.

მანდარინი ორგანიზმს წმენდს ლორწოსგან.

თუ ბავშვს ხველა აწუხებს, შეგიძლიათ, დილით ერთი ჭიქა მანდარინის წვენი დაალევინოთ.
ბრონქიტისა და ტრაქეიტის დროს კი მანდარინის ქერქის ნახარში მიეცით. მისი წვენი ორგანიზმიდან ჭიების გამოდევნაშიც დაგეხმარებათ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვი ალერგიულია, მაშინ ჯობს, მანდარინს მოარიდოთ.

მანდარინი განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. ეს ციტრუსი ძალიან დაგეხმარებათ ისეთი დაავადებების დროს, რომელიც მადის დაქვეითებით მიმდინარეობს.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მანდარინს ხშირად მიირთმევენ, უფრო მეტად დაცულები არიან კიბოსგან. ის კარგი საპრევენციო საშუალებაა. მანდარინში არსებული ნივთიერება კაროტინი ამცირებს შაქრის დაავადებების წარმოქმნის რისკს.

მანდარინი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ეფექტურია, როგორც წნევის დამწევი საშუალება, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას. თუ უძილობა გაწუხებთ, ვახშმობის შემდეგ მიიღეთ ორი ცალი მანდარინი და ის ჩაძინებაში დაგეხმარებათ.

მანდარინი ხველის დროს:

სამ სუფრის კოვზ მანდარინის გამხმარ ქერქს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ორი საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ შემთბარი, მეოთხედი ჭიქის ოდენობით ოთხჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

მანდარინის ქერქის ნახარში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

მიუხედავად იმისა, რომ მანდარინს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, მისი მიღება არ შეიძლება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, მომატებული მჟავიანობის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის და მწვავე ნეფრიტის დროს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები